“ემოციურად ძალიან მდიდარი და ღრმა ნამუშევარია“ - ვანგოგის ტილო, რომელიც ერთ-ერთი ავტოფარეხის აუქციონზე გაიყიდა - კვირის პალიტრა

“ემოციურად ძალიან მდიდარი და ღრმა ნამუშევარია“ - ვანგოგის ტილო, რომელიც ერთ-ერთი ავტოფარეხის აუქციონზე გაიყიდა

უცხოელი ექსპერტების მტკიცებით, მინესოტაში, ერთ-ერთ ავტოფარეხში მოწყობილ ბაზრობაზე, ცნობილი ჰოლანდიელი მხატვრის - ვინსენტ ვან გოგის ფერწერული ტილო გაიყიდა.

LMI Group International-ის ექსპერტიზის შემდეგ, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ეს ნახატი ვან გოგმა 1889 წელს, სწორედ იმ პერიოდში დახატა, როცა ის საფრანგეთის ერთ-ერთ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იმყოფებოდა. მათ ტილო, საღებავის პიგმენტები და სხვა მახასიათებლები გამოიკვლიეს.

როგორც ცნობილია, ტილო კოლექციონერმა 2016 წელს შეიძინა და მარჯვენა კუთხეში სიტყვა “Elimar” აწერია.

ექსპერტებმა გაზომეს ტილოს სიგრძეც, სიგანეც და აღნიშნეს, რომ ამ ნახატზე მხატვარი 4 წლის განმავლობაში მუშაობდა. ტილო ვან გოგის ერთ-ერთ ინტერპრეტაციას წარმოადგენს, რომელიც ჰოლანდიელი მხატვრის, მაიკლ ანჩერის ნამუშევრის მიხედვითაა შექმნილი.

screenshot-2025-01-31-130326-1738314828.png

ექსპერტებმა ტილოზე მამაკაცის თმაც აღმოაჩნეს, ანალიზისთვის გაგზავნეს, თუმცა ვან გოგის შთამომავლებთან დასაკავშირებლად ეს აღმოჩენა ვერ გამოიყენეს, რადგან ის უკვე ძალიან დაზიანებული იყო.

„ვან გოგის უცნობი ტილოს აღმოჩენა არ არის გასაკვირი, რადგან ყველასთვის ცნობილია, რომ მან ძალიან ბევრი ნამუშევარი დაკარგა, ასევე, ჩუქნიდა მეგობრებს. ის თავის ნამუშევრებს არ უფრთხილდებოდა. ფერწერული ტილო ვან გოგის სიცოცხლის ბოლო პერიოდშია შექმნილი, ის ემოციურად ძალიან მდიდარი და ღრმა ნამუშევარია“, - აღნიშნავენ LMI-ის წარმომადგენლები.

დეტალური ანალიზის მიუხედავად, ჰოლანდიაში ვან გოგის მუზეუმმა თავდაპირველად უარი განაცხადა ტილოს ვან გოგისთვის მიკუთვნებაზე, როცა მათ 2018 წლის დეკემბერში ყოფილმა მეპატრონემ მიმართა.

კომპანია LMI კი, რომელმაც ფერწერული ნამუშევარი 2019 წელს შეიძინა, დარწმუნებულია, რომ ის ცნობილი მხატვრის, ვან გოგის ორიგინალი ნამუშევარია. როგორც ისინი აღნიშნავენ, ამას ადასტურებს ექსპერტიზაც.

ჰოლანდიელმა მხატვარმა სიცოცხლის განმავლობაში 900 ფერწერული ნამუშევარი შექმნა. ამბობენ, რომ მას ბიპოლარული აშლილობა აწუხებდა, თუმცა ამის შესახებ ოფიციალური დიაგნოზი არ დასმულა.

ვან გოგი 1890 წელს 37 წლის ასაკში გარდაიცვალა. წყარო

TOP.GE