"კუპერსბერგის" ახალი ფილიალი: პრემიუმ სამზარეულოს ტექნიკა უკვე „თბილისი მოლში“
სამზარეულო დღეს იმაზე მეტად მრავალფეროვანი სივრცეა, ვიდრე ოდესმე იყო. სახლის ეს ნაწილი სულ უფრო მეტად იქცევა ოჯახური შეკრებების, იდეების გაცვლისა და ურთიერთობების გაზიარების ადგილად. ამის ფონზე კერძების მომზადებაც აღარ არის რუტინული პროცესი. რამ განაპირობა ეს ტრანსფორმაცია? თანამედროვე სამზარეულო ტექნოლოგიური და ფუნქციური სივრცეა, სადაც ხარისხიანი და ინოვაციური ტექნიკა ყოველდღიური კომფორტისა და ეფექტურობის განმსაზღვრელი ფაქტორია.
ამგვარ ტრანსფორმაციას სრულად ერგება და თანამედროვე მოთხოვნებს პასუხობს გერმანული ბრენდი, კუპერსბერგი, რომელიც ტექნიკური სიახლეებით, მრავალფეროვანი ფუნქციებითა და იტალიური დიზაინით შთაგონებულ სამზარეულოს ტექნიკას ქმნის.
სამზარეულოს ტექნიკის პრემიუმ ბრენდი
კუპერსბერგის ისტორია გერმანიაში იწყება იქ, სადაც ბრენდის ძირითადი პრინციპები, ინოვაცია, პრაქტიკულობა და დიზაინის ესთეტიკა, ჩამოყალიბდა.
ბრენდი აქტიურად პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს და მაღალი ხარისხის ჩასაშენებელ ტექნიკას გთავაზობთ, რომელიც გამძლეობით, ენერგოეფექტურობითა და ერგონომიულობით გამოირჩევა.
Kuppersberg-ის ტექნოლოგიური უპირატესობები მოიცავს ინოვაციურ მართვის სისტემებს, რომლებიც საშუალებას მოგცემთ მარტივად აკონტროლოთ მოწყობილობების ფუნქციები, ენერგოდამზოგავ ტექნოლოგიებსა და ხარისხიან მასალებს, რაც სამზარეულოს ტექნიკის მდგრადობასა და გამძლეობაზე აისახება.
Kuppersberg-ის ახალი ფილიალი - მეტი კომფორტი მომხმარებლისთვის
Kuppersberg-ისა და Franke-ს ტექნიკის მიმართ მომხმარებელთა მოთხოვნის ზრდამ ახალი ფილიალის გახსნის იდეა გააჩინა. ახალი შოურუმისათვის ლოკაცია სტრატეგიულად შეირჩა და ,,თბილისი მოლში” განთავსდა.
როგორც წესი, სავაჭრო ცენტრს ყოველდღიურად მრავალი ადამიანი სტუმრობს. ამის მიზეზი კი სივრცის მრავალფეროვნებაა, აქ წარმოდგენილია სხვადასხვა სეგმენტის ობიექტები - ქალისა და მამაკაცის სამოსის, აქსესუარების, თავის მოვლის, ჭურჭლისა თუ სხვა პროდუქციის მაღაზიები. ბრენდის მიზანი კი ,,თბილისი მოლში” მისული მომხმარებლისათვის მაქსიმალური კომფორტის შექმნა და პრემიუმ ხარისხის სამზარეულოს ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა იყო.
ახალ ფილიალში შესაძლებლობა გაქვთ ადგილზე გაეცნოთ პროდუქციის სრულ ასორტიმენტს, მიიღოთ კონსულტაცია სპეციალისტებისაგან და ისარგებლოთ კუპერსბერგის მიერ შემოთავაზებული სერვისებით. მაგალითად, დამატებითი დისკომფორტის შექმნის გარეშე, ახლადშეძენილ მაცივარს, ჩასაშენებელ ღუმელსა თუ გამწოვს სწრაფად და უსაფრთხოდ თბილისის მასშტაბით დანიშნულების ადგილზე მოიტანენ, ტექნიკის გამართული და ხანგრძლივი მუშაობის უზრუნველსაყოფად პროფესიონალურ მონტაჟშიც დაგეხმარებიან და მეტი საიმედოობისათვის, კომპანია მრავალწლიან გარანტიას შემოგთავაზებთ.
ბრენდის პერსპექტივიდან, ახალი ფილიალის გახსნა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია განვითარების გზაზე, რომელიც მომხმარებლის კომფორტის გაძლიერებასა და მათ საჭიროებებზე ორიენტირებული სერვისების შეთავაზებას ემსახურება. გახსნის პირველ დღეებში მომხმარებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ესარგებლათ სპეციალური შეთავაზებებითა და ფასდაკლებებით, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს კომპანიის მზადყოფნას, მუდმივად იზრუნოს თავის მომხმარებელზე და შესთავაზოს მათ ინოვაციური და ხარისხიანი პროდუქცია.
თანამედროვე სამზარეულოს ტექნიკის შესაძენად ეწვიეთ ,,კუპერსბერგის” ახალ ფილიალს ,,თბილისი მოლში" და აღმოაჩინეთ პრემიუმ ხარისხის სამზარეულოს ტექნიკა, რომელიც თქვენი სამზარეულოს ეფექტურობას მნიშვნელოვნად გაზრდის.
(R)