თბილისში რამდენიმე ლოკაციაზე მარში „თავისუფლება სინდისის პატიმრებს“ მიმდინარეობს - კვირის პალიტრა

თბილისში რამდენიმე ლოკაციაზე მარში „თავისუფლება სინდისის პატიმრებს“ მიმდინარეობს

მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტა.

აქციის - „თავისუფლება სინდისის ყველა პატიმარს” მონაწილეებს მზია ამაღლობელის მხარდამჭერი მარში შეუერთდა. შესაბამიის ლოზუნგით აქცია მიმდინარეობს თსუ-ს პირველ კორპუსთანაც.

პარალელურად, საზოგადოებრივი მაუწყებლის მარშის მონაწილეები საპროტესტო მსვლელობას მართავენ, რომელიც გალაკტიონის ხიდთან სინდისის პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით მიმდინარე მარშს შეუერთდება.

პროტესტის მონაწილეები ერთობლივი მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლებენ, სადაც უკვე 65-ე დღეა, უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"