"გოგონებო, თუ თქვენ გავიწროებენ, 38-39 ან 40 პლუს ასაკში გეუბნებიან, რომ თქვენი დრო წავიდა, აწი რაღა დროს სიყვარული და ოჯახია, არ მოისმინოთ" - რას ჰყვება ნანუკა გულუა, რომელიც მესამე ბავშვს ელოდება? - კვირის პალიტრა

"გოგონებო, თუ თქვენ გავიწროებენ, 38-39 ან 40 პლუს ასაკში გეუბნებიან, რომ თქვენი დრო წავიდა, აწი რაღა დროს სიყვარული და ოჯახია, არ მოისმინოთ" - რას ჰყვება ნანუკა გულუა, რომელიც მესამე ბავშვს ელოდება?

მსახიობი ნანუკა გულუა გადაცემაში "იმედის დღე" გვიან ასაკში დედობასა და საკუთარი ოჯახის შესახებ საუბრობს:

"შინაბერობიდან" ეგრევე მრავალშვილიანი დედის სტატუსამდე გადავედი. 38 წლის ასაკში დავოჯახდი. 39 წლისამ ერთი შვილი გავაჩინე, 40 წლის ასაკში - მეორე. 41 წლის ვარ და მალე მესამეს გავაჩენ. როცა მეორე შვილზე ორსულად დავრჩი, ამას ნამდვილად არ ველოდი. რომ მეკითხებოდნენ, კიდევ რამდენი შვილის გაჩენას აპირებო, ვამბობდი, რომ რამდენსაც ღმერთი მომცემს, იმდენს გავაჩენ. კარგია, რომ უფრო ადრე არ დავოჯახდი. 14-15 შვილი რომ ჰყავთ, ალბათ, ასეთი დედა ვიქნებოდი.

ჩემი შვილები თითქმის ტოლი არიან. დედას დაემსგავსნენ. გაჯეტებზე დამოკიდებულები არ არიან, შესაბამისად, ასჯერ მეტ ყურადღებას მოითხოვენ. მუდმივად ჟრიამულია. ადრე ვფიქრობდი, რა აუცილებელია, ყველა ქალს შვილი ჰყავდეს-თქო. მაგრამ, ისე შემეშინდა ამ გახსენების, რომ სასწრაფოდ გონება ამ ჩემს "ჟრიამულში" გადმოვახვიე. ვიდრე დავოჯახდებოდი, ბოლომდე მქონდა ის შეგრძნება, რომ ბედნიერი, შემდგარი ადამიანი ვიყავი და არაფერი მაკლდა. კახა (მეუღლე) რომ არ ყოფილიყო, მე ამ ნაბიჯს არ გადავდგამდი. ძალიან მიჭირდა. უკვე ის პერიოდი იყო, როცა მარტო ყოფნას შეჩვეული ვიყავი და ყველაფერი დალაგებული მქონდა. ოქროს ადამიანი შემხვდა. რა ვინატრე ასეთი, რომ ზუსტად ასეთი მამა ჰყავთ ჩემს შვილებს, როგორზეც ვოცნებობდი.

გოგონებო, თუ თქვენ გავიწროებენ, 38-39 ან 40 პლუს ასაკში გეუბნებიან, რომ თქვენი დრო წავიდა, აწი რაღა დროს სიყვარული და ოჯახია, არ მოისმინოთ, ყველაფერი გადასარევადაა. იხილეთ სრულად