მამაკაცს ავტომობილში ესროლეს - რა მოხდა ლილოს დასახლებაში? - კვირის პალიტრა

მამაკაცს ავტომობილში ესროლეს - რა მოხდა ლილოს დასახლებაში?

ლილოს დასახლებაში მკვლელობა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, რესტორან "კახელებთან" მამაკაცს ავტომობილში ესროლეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარის შესახებ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა რამდენიმე საათის წინ მოხდა. მომხდარის სხვა დეტალები ამ დროისთვის, უცნობია.

"ინიტერპრესნიუსი"