მოკლულია 4 შვილის მამა - "მოსახვევში ესროლეს მანქანიდან, რომელსაც ნომრები მოხსნილი ჰქონდა" - ლილოს დასახლებაში მომხდარი დანაშაულის ახალი დეტალები
გუშინ ლილოს დასახლებაში მკვლელობა მოხდა. რესტორან "კახელებთან" მამაკაცი ავტომობილში ესროლეს. "ტვ პირველის" ინფორმაციით, მოკლულია 4 შვილის მამა, რომელიც ავეჯის ბიზნესს ფლობდა, მანქანაში გვიან ღამით, რამდენიმე გასროლით ჩაცხრილეს.
ადგილობრივები "ტვ პირველს" უყვებიან, რომ ავტომობილს, რომლიდანაც ცეცხლი გახსნეს, სანომრე ნიშნები ჰქონდა მოხსნილი, რაც მოქალაქეებს უჩენს ეჭვს, რომ მკვლელობა წინასწარ დაგეგმილი იყო.
"დაჭრილი მამაკაცი საკუთარი თავის გადარჩენას ცდილობდა, რა დროსაც დასუფთავების მანქანას შეეჯახა" - ჰყვებიან ისინი.
"ქვევით მოსახვევში ესროლეს გაჩერებულ მამაკაცს. რამდენჯერმეა აქვს გახსნილი. 40-წლამდე კაცია. ნომრებიც მოხსნილი ჰქონდა. გააგრძელეთ კითხვა