"ბიძინასთან ვიყავი სტუმრად და სუფრაზე ვიკამათეთ... მან მითხრა, ის, რასაც შენ ახლა ამბობ, მიშას აწყობსო" - რას იხსენებს გია ხუხაშვილი 2012 წლის შეხვედრიდან
ბიძინას მთავარი კოზირი არის ის, რომ ოპოზიცია ცხოვრობს ცალკე ცხოვრებით და პროტესტი ცალკე ცხოვრებით. ოპოზიციამ წინა ხაზზე უნდა იპოვოს გზები, - ასე აფასებს ექსპერტი, გია ხუხაშვილი ქვეყანაში მიმდინარე 64-დღიან პროტესტს და მასში ოპოზიციის როლს.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ აღნიშნა, პროტესტს სჭირდება ლიდერი. მისივე შეფასებით, ოპოზიციამ უნდა იპოვოს სამოქალაქო პროტესტამდე მისასვლელი გზები და დადგნენ „ფრონტის წინა ხაზზე“.
„კარგია ერთობა და ა.შ. მაგრამ პროტესტს სჭირდება ლიდერი. ეს ლიდერი უნდა იყოს პოლიტიკა. პროტესტი არ იღებს ამ ლიდერებს და ამ ლიდერებმა უნდა იპოვონ მასთან მისასვლელი გზები და ოპოზიცია წინა ხაზზე უნდა ვიხილოთ. მაგისტრალების გადაკეტვა რომ არის დაგეგმილი, სად იქნებიან პოლიტიკოსები? - პოლიტიკოსები უნდა იყვნენ წინა ხაზზე, რადგან ეს არის გარკვეული გამწვავება და დადგნენ წინა ხაზზე თუ დაიჭერენ ისინი დაიჭირონ. გამოვიდნენ, დაგვანახონ თავი.
აკეთებენ რაღაცებს, მაგრამ თუ მათ ვერ მოახერხეს ამ საპროტესტო მოძრაობის ლიდერად კონვერტირება, მაშინ ეს არის ბიძინას კოზირი. ბავშვებიც ცოდოები არიან, მათ რომ თავ-ყბას ალეწავენ, ხოლო პოლიტიკოსები სანთლით საძებარი გვიხდებიან და მხოლოდ სატელევიზიო კომენტარებში რომ ვხედავთ, დამთავრდეს ეს ყველაფერი.
საზოგადოებას სჭირდება ისინი იხილონ ფრონტის წინა ხაზზე. მათ უნდა ჩაიცვან რკინის ქალამნები, აბჯრები, ფარები დაიჭირონ ხელში და წინა ხაზზე უნდა დადგნენ“,- განაცხადა ხუხაშვილმა.
ამასთან, ხუხაშვილმა გაიხსენა ბიძინა ივანიშვილთან საუბარი, სადაც როგორც ექსპერტი აცხადებს 2012 წელს შესთავაზა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ პოლიტიკური ვერდიქტის გამოტანის საკითხი.
მისივე თქმით, 2012 წელს ბიძინა ივანიშვილს არ აწყობდა შერიგება.
"როდესაც ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით, ერთ-ერთი ბოლო კამათი უკავშირდებოდა ამ თემას. ბიძინა ივანიშვილს ვეუბნებოდი, რადგან ჩვენ კოჰაბიტაციაზე ვსაუბრობთ, კოჰაბიტაციას გარკვეული პოლიტიკური ვერდიქტი სჭირდება, რომლის საფუძველზე შეგვიძლია გამოვაცხადოთ ამნისტია. ჩვენ უნდა გამოვიტანოთ პოლიტიკური ვერდიქტი ანუ რეჟიმი უნდა გავასამართლოთ პოლიტიკურად... გააგრძელეთ კითხვა