"იმ დღეს ცუ­დად გამ­ხდა­რა... ოპე­რა­ცი­ის დროს თრომ­ბი მო­წყდა..." - როგორ იხსენებენ "პა-სეანსელები" ცნობილ იუმორისტს - კვირის პალიტრა

"იმ დღეს ცუ­დად გამ­ხდა­რა... ოპე­რა­ცი­ის დროს თრომ­ბი მო­წყდა..." - როგორ იხსენებენ "პა-სეანსელები" ცნობილ იუმორისტს

29 იან­ვარს ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი, იუ­მო­რის­ტი, პა­რო­დის­ტი ალე­კო თეთ­რაშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. ალე­კო თეთ­რაშ­ვი­ლის ასე­თი მო­უ­ლოდ­ნე­ლი წას­ვლა ყვე­ლას­თვის შო­კის მომ­გვრე­ლი იყო. მის გარ­დაც­ვა­ლე­ბას გან­სა­კუთ­რე­ბით გა­ნიც­დი­ან მისი მე­გობ­რე­ბი. მსა­ხი­ო­ბი პირ­ვე­ლად ტე­ლე­ვი­ზი­ით, მა­სობ­რი­ვად 90-იანი წლე­ბის იუ­მო­რის­ტულ გა­და­ცე­მით "პა-სე­ან­სი" გა­იც­ნეს.

მა­ყუ­რე­ბელ­მა მა­შინ­ვე შე­იყ­ვა­რა მისი რო­ლე­ბი და ამ ქვეყ­ნი­დან დღე­საც ამ სიყ­ვა­რუ­ლით აცი­ლებს. ამ ფაქ­ტის გამო უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსელ­შიც მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს და საყ­ვა­რელ მსა­ხი­ობს ემ­შვი­დო­ბე­ბა. მისი ნიჭი თავ­და­პირ­ვე­ლად ტე­ლეპ­რო­დი­უ­სერ­მა და ტე­ლე­რე­ჟი­სორ­მა მა­მუ­კა ღლონტმა აღ­მო­ა­ჩი­ნა და „პა-სე­ან­სის“ გმი­რი გა­ხა­და. მა­მუ­კა ღლონ­ტი AMBEBI.GE-სთან მე­გო­ბარს იხ­სე­ნებს:

b8a24620-4567-4dbe-8245-ad7e8c1fcdd2-34949-1738433420.jpeg

- რო­გო­რი იყო ალე­კოს­თან თქვე­ნი პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა. რო­გორ შე­არ­ჩი­ეთ "პა-სე­ან­სის" მსა­ხი­ო­ბად, რო­გორ მოხ­ვდა პრო­ექ­ტში?

- პო­ლი­ტექ­ნი­კურ ინ­სტი­ტუ­ტში რომ ვსწავ­ლობ­დი, იქ არ­სე­ბობ­და თე­ატ­რი „მოდი, ნახე,“ რომ­ლის მსა­ხი­ო­ბებ­საც ვიც­ნობ­დი. პრო­ექტს რომ ვი­წყებ­დი, მათ და­ვუ­კავ­შირ­დი და ვთხო­ვე, კას­ტინგზე მო­სუ­ლიყ­ვნენ. სხვა­დას­ხვა ტი­პა­ჟის მსა­ხი­ო­ბი უნდა შეგ­ვერ­ჩია. რო­გორც მახ­სოვს, ალე­კო მე­ო­რე-მე­სა­მე გა­და­ცე­მი­დან შე­მოგ­ვი­ერ­თდა, - ბი­ჭებ­მა მო­იყ­ვა­ნეს და „პა-სე­ან­სის“ ჯგუფ­ში ფაქ­ტობ­რი­ვად ყო­ველ­გვა­რი შე­მოწ­მე­ბის გა­რე­შე ავიყ­ვა­ნე. ასე­თი იყო მისი ჩვენს ჯგუფ­ში მოს­ვლის ამ­ბა­ვი.

4e07568c-1b7a-453c-bcff-e462bb84223e-35195-1738433420.jpeg

- რით მი­იქ­ცია ყუ­რა­დღე­ბა, რით იყო გა­მორ­ჩე­უ­ლი?

- უნი­ჭი­ე­რე­სი მსა­ხი­ო­ბი იყო. "პა-სე­ან­სში" ისე­თი ადა­მი­ა­ნის როლი ჰქონ­და, რო­მელ­მაც ყვე­ლა­ფე­რი იცის. მისი გმი­რი ეკო­ნო­მი­კა­ში „სა­ფუძ­ვლი­ა­ნად“ ერ­კვე­ო­და. ყოვ­ლის­მცოდ­ნის სხვა რო­ლებ­საც ას­რუ­ლებ­და, მაგ­რამ რო­გორც „პა-სე­ან­სის“ ყვე­ლა გმი­რი, ისიც, ასე ვთქვათ, უჭ­კუო, თვითკმა­ყო­ფი­ლი ადა­მი­ა­ნი იყო. ეგო­ნა, რომ ყვე­ლა­ფე­რი იცო­და და ამის ფონ­ზე ათას სი­სუ­ლე­ლეს ამ­ბობ­და. სა­ერ­თოდ "პა-სე­ან­სის" მსა­ხი­ო­ბე­ბი ყვე­ლა­ფერს ვირ­ტუ­ო­ზუ­ლად ას­რუ­ლებ­დნენ. ალე­კო კი­დევ გა­მორ­ჩე­უ­ლად - ისეთ გა­მო­მე­ტყვე­ლე­ბას მი­ი­ღებ­და, რომ მის ტექსტს, კო­მე­დი­ურ ჟანრ­ში, ზოგ­ჯერ მნიშ­ვნე­ლო­ბა აღარ ჰქო­ნო­და... ჩვენ გვყავ­და დიდი კო­რი­ფე­ე­ბი, მსა­ხი­ო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც მხო­ლოდ გა­მო­მე­ტყვე­ლე­ბით ნა­წარ­მო­ე­ბებს კო­მი­კურს ხდიდ­ნენ, ალე­კოც ამის უნი­კა­ლუ­რი ნიჭს ფლობ­და და პერ­სო­ნაჟს ვირ­ტუ­ო­ზუ­ლად ასა­ხი­ე­რებ­და. სწო­რედ ამი­ტომ, გმი­რე­ბი­დან, რომ­ლე­ბიც "პა-სე­ან­სში" იყ­ვნენ, ყვე­ლა­ზე და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი ალ­ბათ მისი მათე მე­ლი­ა­ვას ცნო­ბი­ლი სახე იყო, რო­მე­ლიც ამ გა­და­ცე­მა­ში შექ­მნა. გააგრძელეთ კითხვა