"დი­ლას რომ გა­ვიღ­ვი­ძე, ყუ­რი­დან სის­ხლი წა­მო­მი­ვი­და... ახ­ლობ­ლე­ბი მა­ძა­ლებ­დნენ ექიმ­თან მივ­სუ­ლი­ყა­ვი" - თათია კობალაძე სიმსივნესთან ბრძოლასა და კარიერაზე - კვირის პალიტრა

"დი­ლას რომ გა­ვიღ­ვი­ძე, ყუ­რი­დან სის­ხლი წა­მო­მი­ვი­და... ახ­ლობ­ლე­ბი მა­ძა­ლებ­დნენ ექიმ­თან მივ­სუ­ლი­ყა­ვი" - თათია კობალაძე სიმსივნესთან ბრძოლასა და კარიერაზე

მომღერალს, რომელიც წლების წინ "ჯეოსტარში" მარინა ბერიძემ დაიწუნა, მსოფლიო კონკურსების შემდეგ, "ევროვიზიაზე" გასვლა სურს - თათია კობალაძე კარიერასა და სიმსივნესთან ბრძოლაზე

"ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე უნდა წა­ვი­დეს თა­თია კო­ბა­ლა­ძე! სულ რა­ღაც ორი კვი­რის წინ ამო­იკ­ვე­თა სიმ­სივ­ნე და მისი სული ისევ ან­თე­ბუ­ლია კონ­კურ­სის­კენ" - ეს სი­ტყვე­ბი მომ­ღე­რალ­სა და კომ­პო­ზი­ტორ მაია კა­ჭ­კა­ჭიშ­ვილს ეკუთ­ვნის, რო­მე­ლიც მან სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა.

ევ­რო­ვი­ზი­ის 2025 წელს შვე­ი­ცა­რი­ის ქა­ლაქ ბა­ზელ­ში გა­ი­მარ­თე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში, 15 მა­ისს იმ­ღე­რებს. ჯერ­ჯე­რო­ბით ცნო­ბი­ლი არ არის ვინ წა­რად­გენს ჩვენს ქვე­ყა­ნას. სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის­თვის მომ­ღერ­ლებს სა­კონ­კურ­სო სიმ­ღე­რე­ბი გაგ­ზავ­ნი­ლი აქვთ.

მათ შო­რის არის თა­თია კო­ბა­ლა­ძეც, გო­გო­ნა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­ერთ კონ­კურ­სზე და­ი­წუ­ნეს, მაგ­რამ ის უკვე წლე­ბია წარ­მა­ტე­ბუ­ლად ას­პა­რე­ზობს სხვა ქვეყ­ნის კონ­კურ­სებ­ში.

475158385-3664434400368678-4971090289452951561-n-1738441100.jpg

თა­თია კო­ბა­ლა­ძე, ევ­რო­ვი­ზი­ის გა­ნა­ცხა­დამ­დე 14 ლა­ი­ვი ჰქონ­და ყა­ზა­ხე­თის „ორ ვარ­სკვლავ­ში“, სა­დაც მსგავ­სი პრე­ცე­დენ­ტი იქამ­დე არ ყო­ფი­ლა, რომ სხვა ეროვ­ნე­ბის მომ­ღე­რა­ლი სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის ვარ­სკვლა­ვად წა­რედ­გი­ნათ. 16 წყვილ­ში თა­თია ერ­თა­დერ­თი უცხო­ე­ლი იყო. სწო­რედ იმ პე­რი­ოდ­ში იგ­რძნო თავი ცუ­დად, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო-ყა­ზა­ხე­თი დაფ­რი­ნავ­და.

ვრცელ ინ­ტერ­ვი­უ­ში მომ­ღე­რა­ლი გვიყ­ვე­ბა მო­უ­ლოდ­ნელ დი­აგ­ნოზ­ზე, მკურ­ნა­ლო­ბის გზა­სა და იმ ბრძო­ლა­ზე, რო­მელ­საც ახლა გა­დის ევ­რო­ვი­ზი­ამ­დე მი­სას­ვლელ გზა­ზე...

- შე­მოდ­გო­მა­ზე ყა­ზა­ხურ „ორ ვარ­სკვლავ­ში“ ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი, ხში­რად მი­წევ­და ორ ქვე­ყა­ნას შო­რის ფრე­ნა. ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლი­დან სა­კუ­თარ თავს უც­ნა­უ­რი რა­ღა­ცე­ბი შე­ვა­ტყვე, რა­საც გა­დაღ­ლი­ლო­ბას ვაბ­რა­ლებ­დი. ფაქ­ტობ­რი­ვად არ მე­ძი­ნა კონ­კურ­სის პე­რი­ოდ­ში, სამი თვე სულ დავფრი­ნავ­დი, რთუ­ლი გრა­ფი­კი მქონ­და. არ­სე­ბო­ბენ, კონ­კურ­სის მომ­ღერ­ლე­ბი და ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მომ­ღერ­ლე­ბი, მე კონ­კურ­სის მომ­ღე­რა­ლი ვარ. ერთ დი­ლას რომ გა­ვიღ­ვი­ძე, ყუ­რი­დან სის­ხლი წა­მო­მი­ვი­და, ფრე­ნი­სას იყო კი­დევ ასე­თი შემ­თხვე­ვა რო­დე­საც აე­რო­პორ­ტში, გაფ­რე­ნამ­დე ცუ­დად გავ­ხდი. რე­ი­სი გა­ჩერ­და და სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბა გა­მო­ი­ძა­ხეს. ექი­მებ­მა სა­ქარ­თვე­ლო­დან გაფ­რე­ნა ამიკ­რძა­ლეს, მაგ­რამ მა­შინ ფი­ნა­ლი მქონ­და ყა­ზა­ხეთ­ში და ვთქვი, რომ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვი. იქ რომ ჩავფრინ­დი, უკვე კარ­გად ვი­ყა­ვი. იმ­დე­ნად მიყ­ვარს ჩემი საქ­მე რომ ამ სიმპტო­მებს ყუ­რა­დღე­ბა­საც არ ვაქ­ცევ­დი.

469265361-3619105128234939-1028426509810882647-n-1738441100.jpg

ფი­ნა­ლის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ დავ­ბრუნ­დი, გარ­შე­მო ყვე­ლა მე­უბ­ნე­ბო­და, რომ ძა­ლი­ან თეთ­რი ფერი მქონ­და, ასე­ვე მო­უ­ლოდ­ნე­ლად ძლი­ე­რი ხვე­ლა და­მე­წყო. ახ­ლობ­ლე­ბი მა­ძა­ლებ­დნენ ექიმ­თან მივ­სუ­ლი­ყა­ვი, რად­გან შე­საძ­ლოა ბრონ­ქე­ბის ან­თე­ბა მქო­ნო­და.

- და მხო­ლოდ ხვე­ლის და­წყე­ბის შემ­დეგ მიხ­ვე­დით ექიმ­თან?

- დიახ, ვი­ფიქ­რე, რომ ხვე­ლას სიმ­ღე­რა­ში ხელი რომ არ შე­ე­შა­ლა, მივ­სუ­ლი­ყა­ვი. ექიმ­მა მი­თხრა, თა­თია, თქვენ სხვა პრობ­ლე­მა გაქვთ, ბრონ­ქე­ბი არა­ფერ შუ­ა­ში არ არი­სო. მერე და­ი­წყო და­უს­რუ­ლე­ბე­ლი დი­აგ­ნო­ზე­ბის სე­რია. ვხვდე­ბო­დი, რომ რა­ღაც რიგ­ზე ვერ იყო და სა­ბო­ლო­ოდ თურ­ქეთ­ში წა­ვე­დი კვლე­ვებ­ზე. ჩემ­თვის მთა­ვა­რი იყო მემ­ღე­რა. სა­ერ­თოდ, რაც არ მოხ­დეს ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, იცო­დეთ, რომ ბოლო დღემ­დე ვიმ­ღე­რებ. ეს არის ჩემი სი­ცო­ცხლის აზრი. გააგრძელეთ კითხვა