"მარათონის ბოლო წრე არის ყველაზე რთულია, ახლა ჩვენ ბოლო წრეს გავდივართ და რეჟიმიც უკვე გიჟს ჰგავს" - რას ამბობს საპროტესტო აქციაზე მისული ია ფარულავა?
მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა "თბილისი მოლთან" მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდა.
"პოლიცია ჩვენს გვერდითაა და იცით, რატომ? - იმიტომ, რომ ისინიც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არიან და გულის სიღრმეში ჩვენს გვერდით დგანან და მათაც უნდათ თავისუფლება და არ უნდათ იყვნენ რეჟიმის პატიმრები, როგორებიც არიან ახლა... მარათონის ბოლო წრე არის ყველაზე რთულია, ახლა ჩვენ ბოლო წრეს გავდივართ და რეჟიმიც უკვე გიჟს ჰგავს" - ამბობს ია ფარულავა.