ავტომაგისტრალზე პროტესტის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება იყო - კვირის პალიტრა

ავტომაგისტრალზე პროტესტის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება იყო

თბილისის გასასვლელთან, ავტომაგისტრალზე, სადაც საპროტესტო აქციის მონაწილეები არიან შეკრებილი, დაძაბულობაა.

კერძოდ,აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის შეხლა-შემოხლა და სიტყვიერი დაპირისპირება იყო.

დემონსტრანტები ცდილობენ, სრულად დაიკავონ გზის სავალი ნაწილი, თუმცა მათ სამართალდამცველები ამის საშუალებას არ აძლევენ.

მიმდებარე ტერიტორიაზე გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. თავდაპირველად, აქციის მონაწილეებმა გზის სავალი ნაწილის ერთი მხარე ჩაკეტეს, მოგვიანებით სრულად გადაეკეტათ.

პოლიცია მათ მოუწოდებთ, რომ საავტომობილო მიმოსვლა არ შეაფერხონ.

"ინტერპრესნიუსი"