"ხელი გამიშვით, რას აკეთებთ?! ჟურნალისტი ვარ" - რა ვიდეოს აქვეყნებს "მთავარი არხის" ჟურნალისტი? - კვირის პალიტრა

"ხელი გამიშვით, რას აკეთებთ?! ჟურნალისტი ვარ" - რა ვიდეოს აქვეყნებს "მთავარი არხის" ჟურნალისტი?

ჟურნალისტი დეა მამისეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს წერს და ვიდეოს აქვეყნებს:

"ამ ვიდეოს მხოლოდ იმიტომ ვდებ, რომ იცოდეთ, ვის ეძახით პოლიციას. იცოდეთ, რომ როცა დაგიმარტოხელებენ, არც დარტყმას დაგაკლებენ და არც გინებას და ათას შეურაცხმყოფელ სიტყვას.

მე რომ არაფერი დამაკლდა იმით, როგორც მომექეცით, კი იცით. იმ მახინჯ სისტემასთან ბრძოლა, რომლის ნაწილიც ხართ, დიდი ხანია გაცხადებული მაქვს. მაგრამ, იმ ხალხმა მინდა ნახოთ ეს, ვისაც ჯერ კიდევ გჯერათ, რომ ეს პოლიცია გმირია.

არა! არც გმირია, არც პოლიციელია და არც კაცია, არც ერთი! წერტილი! თქვენს თავებზეც გავიარე და, ჰო, ცეცხლი ოლიგარქიას!" - წერს "მთავარი არხის" ჟურნალისტი, დეა მამისეიშვილი სოციალურ ქსელში და ვიდეოს აქვეყნებს.