რას აცხადებენ ნიკა მელიასა და დიმიტრი ბიძინაშვილის ადგილსამყოფლის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ პრესსამსახურში? - კვირის პალიტრა

რას აცხადებენ ნიკა მელიასა და დიმიტრი ბიძინაშვილის ადგილსამყოფლის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ პრესსამსახურში?

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ინფორმაციით, ნიკა მელიასა და დიმიტრი ბიძინაშვილის ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ მიუღიათ.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ნიკა მელია და აქტივისტი დიმიტრი ბიძინაშვილი თბილისის გასასვლელში საპროტესტო აქციაზე დააკავეს. სხვადასხვა წყაროებით, მათ შორის „კოალიცია ცვლილებისთვის“ ინფორმაციით, აქციაზე დაკავებულია 20-ზე მეტი პირი.

დაკავებულების თაობაზე ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გაუვრცელებია.