შემზარავი დანაშაული თბილისში - რატომ მიესაჯა ქალს სამუდამო პატიმრობა
უვადო პატიმრობა მიესაჯა დედას, რომელიც საკუთარი შვილის გაუპატიურებაში, ბავშვის მამობილს ეხმარებოდა - ამის შესახებ ინფორმაციას "კურიერი P.S" ავრცელებს.
სპეციალურად მომზადებული სიუჟეტიდან ირკვევა, რომ უმძიმესი დანაშაულის მსხვერპლი 12 წლის უსინათლო გოგონაა.
"კურიერი P.S-ის" ინფორმაციით, შემზარავი ამბავი, საქართველოში პირველად მოხდა - მამინაცვალი სექსუალურად ძალადობდა, ამაში კი მოძალადეს ბავშვის დედა თავად ეხმარებოდა. მამინაცვალი, ერთი წლის წინ, ციხეში 19 წლით გაუშვეს, ახლა კი გაუპატიურებაში დამხმარე დედა გაასამართლეს.
წყარო: rustavi2.ge