რას აცხადებს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოზე?! - კვირის პალიტრა

რას აცხადებს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოზე?!

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, კიასტუტის ბუდრისი საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხმაურება და ქართველ ხალხს მხარდაჭერას უცხადებს.

„ვგმობთ საქართველოში მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტების და პოლიტიკოსების წინააღმდეგ ძალადობრივ რეპრესიებს. ლიეტუვა დგას ქართველი ხალხის გვერდით დემოკრატიისა და ევროპული მომავლისთვის მათ ბრძოლაში“, - წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

"ინტერპრესნიუსი"