რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ სოფო ჯაფარიძესთან დაკავშირებით?! - კვირის პალიტრა

რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ სოფო ჯაფარიძესთან დაკავშირებით?!

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული სოფო ჯაფარიძე სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო.

მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილის გადაწყვეტილებით, სოფო ჯაფარიძეს ადმინისტრაციული სახდელის სახით 500- ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

სოფო ჯაფარიძეს 17 ნოემბერს, ვარაზისხევის მომდებარედ, გზის სავალი ნაწილის იმ დროს გადაკეტვას ედავებოდნენ, როცა ამისთვის საკმარისი ოდენობით ხალხი არ იყო.

"ინტერპრესნიუსი"