"კრიმინალურ ავტორიტეტად მიიჩნეოდა" - ვინ არის დონეცკის ბატალიონის „არბატის“ დამფუძნებელი, რომელიც მოსკოვში ააფეთქეს - კვირის პალიტრა

"კრიმინალურ ავტორიტეტად მიიჩნეოდა" - ვინ არის დონეცკის ბატალიონის „არბატის“ დამფუძნებელი, რომელიც მოსკოვში ააფეთქეს

მოსკოვში დონეცკის ბატალიონის „არბატის“ დამფუძნებელი ააფეთქეს

მოსკოვში, საცხოვრებელ კომპლექსში «Алые паруса» ცოტა ხნის წინ აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად დაიღუპა ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ბატალიონი, „არბატის“ დამფუძნებელი, 46 წლის არმენ სარქისიანი და მისი დაცვის წევრი.

BBC-ს ცნობით, აფეთქება საცხოვრებელი კომპლექსის ერთ-ერთ სადარბაზოში მოხდა.

თავდაპირველი ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაიღუპა 1 ადამიანი, 4 ადამიანი კი დაშავდა, მოსკოვის ჯანდაცვის დეპარტამენტის ცნობით, დაშავებულთა მდგომარეობა მძიმეა.

თავდაპირველად მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გარდაიცვალა ბატალიონის დამფუძნებლის დაცვის წევრი, თავად სარქისიანი კი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი გამოცემა Интерфакс-მა და სხვა რუსულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ საავადმყოფოში გარდაიცვალა თავად სარქისიანიც.

screenshot-2025-02-03-210538-1738603239.png

შემთხვევასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა დიმიტრი პესკოვმაც:

„სპეციალური უწყებები ასრულებენ თავიანთ რთულ სამუშაოს. ინფორმაცია ჯერ კიდევ ზუსტდება, ახლა კომენტარის გაკეთება შეუძლებელია“ - აღნიშნა პესკოვმა.

Коммерсант-ის ცნობით, შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობა სწორედ მაშინ აფეთქდა, როცა იქ ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ბოქსის ფედერაციის ხელმძღვანელი და ბატალიონ „არბატის“ დამფუძნებელი არმენ სარქისიანი დაცვასთან ერთად იმყოფებოდა.

screenshot-2025-02-03-210649-1738603240.png

როგორც ცნობილია, სარქისიანი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ ვიქტორ იანუკოვიჩის წრიდან, ერთ-ერთ კრიმინალურ ავტორიტეტად მიიჩნეოდა. მათი ცნობით, 2014 წლიდან სარქისიანზე საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული. ის კიევის ცენტრში მომხდარი მკვლელობების ორგანიზებაში იყო ეჭვმიტანილი. 2015 წლიდან კი ითვლებოდა, რომ სარქისიანი უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების წევრი იყო. აღსანიშნავია, რომ უკრაინის მხარე სარქისიანს „ტიტუშკების“ ორგანიზებასა და ხელმძღვანელობაში სდებდა ბრალს.

screenshot-2025-02-03-210641-1738603240.png

ერთ-ერთი უცხოური გამოცემის ცნობით, ყველაზე დიდი პოპულარობა სარქისიანს 2022 წელს ბატალიონის შექმნამ მოუტანა, რომელშიც ეთნიკურად სომეხი მებრძოლები იყვნენ გაერთიანებულნი.

2024 წელს სომხეთის მთავრობის წევრებმა განაცხადეს, რომ ქვეყანაში გადატრიალების მცდელობა აღკვეთეს, მათი ცნობით, „არბატის“ წარმომადგენლები ხალხის გადაბირებას - „დავერბოკებას“ ცდილობდნენ. წყარო

(სპეციალურად საიტისთვის)