რას წერს აქციაზე დაკავებული მოზარდის და? -"ჩემი ძმა რო­გო­რია ბევ­რის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა" - კვირის პალიტრა

რას წერს აქციაზე დაკავებული მოზარდის და? -"ჩემი ძმა რო­გო­რია ბევ­რის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა"

"თბი­ლი­სი მოლ­თან" 2 თე­ბერ­ვალს გა­მარ­თულ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე და­კა­ვე­ბუ­ლებს შო­რის არის 16 წლის მო­ზარ­დი. მის შე­სა­ხებ კი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს მისი და, სა­ლო­მე ნატ­როშ­ვი­ლი აქ­ვეყ­ნებს.

"ფო­ტო­ზე ჩემი 16 წლის ძმაა. 16 წლის და არა - 26-ის ან 36-ის.

გუ­შინ ჩემი 16 წლის ძმა და­ა­კა­ვეს და გდდ მას ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­და, ასე­ვე გა­ძარ­ცვა. ჩემი ძმა რო­გო­რია ბევ­რის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა - მას აქვს გა­მორ­ჩე­უ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ცნო­ბი­ე­რე­ბა და ძა­ლი­ან მა­ღა­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო კულ­ტუ­რა, ის ეხ­მა­რე­ბა არა­ერთ ფონდს. მას აქვს გა­მორ­ჩე­უ­ლი ნიჭი და ისე­თი უნა­რე­ბი, რომ­ლის მო­სა­ზი­და­დაც გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბი დიდ რე­სურსს ხარ­ჯა­ვენ.

რაც შე­ე­ხე­ბა მის ადა­მი­ა­ნურ თვი­სე­ბებს, ბავ­შვო­ბი­დან მკურ­ნა­ლობს და­შა­ვე­ბულ ცხო­ვე­ლებს და ფრინ­ვე­ლებს, ზღარ­ბებს, კუ­ებს, ბა­ყა­ყებს. ჰყავს ძაღ­ლი, რო­მე­ლიც პატ­რონ­მა თხრილ­ში ჩა­აგ­დო, ეს ჯერ აჭ­მევ­და და მერე გა­რეთ რომ და­სახ­ლდა მას­თან ერ­თად, მშობ­ლებ­მა სახ­ლში მიყ­ვა­ნის უფ­ლე­ბა მის­ცეს. უმე­ტე­სად არ ტო­ვებს. ახალ წელს კი მას­თან ერ­თად ხვდე­ბა, პი­რო­ტექ­ნი­კამ რომ არ და­აფრ­თხოს. შე­სა­ნიშ­ნა­ვად ერ­კვე­ვა მიკ­რო და მაკ­რო ეკო­ნო­მი­კა­ში, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებ­ში, აფ­რი­კის კონ­ტი­ნენტზე არ­სე­ბულ კონ­ფლიქ­ტებ­ში, მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის ინ­დი­კა­ტო­რებ­ში.

წარ­მო­იდ­გი­ნეთ? არ უნდა გა­გი­ჭირ­დეთ, თქვენც გე­ყო­ლე­ბათ ამ ხნის შვი­ლე­ბი, დები, ძმე­ბი.

ნი­კო­ლო­ზი თა­ო­ბა­ში გა­მორ­ჩე­უ­ლი, უწე­სი­ე­რე­სი, უპა­ტი­ოს­ნე­სი და შე­უ­პო­ვა­რი მა­მის შვი­ლია, რომ­ლის­გა­ნაც არა­მარ­ტო ჩვენ, თა­ო­ბებ­მა ის­წავ­ლეს სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რუ­ლი. ჩვენ­თვის უცხოა სა­კუ­თა­რი თა­ვე­ბის და­ტი­რე­ბა და სა­ერ­თოდ არ ვცნობთ აზ­როვ­ნე­ბის იმ ფორ­მას, რო­მე­ლიც ჩაგ­ვრის (სხვი­სი თუ ჩვე­ნი­ვე) მი­მართ ლო­ი­ა­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს. დრო­ე­ბი­თია ძა­ლა­უფ­ლე­ბა.სი­ტყვაა მუდ­მი­ვი - პირ­ვე­ლიც, ბო­ლოც და უთ­ქმე­ლიც.სო­ლი­და­რო­ბა ყვე­ლა უსა­მარ­თლოდ დევ­ნილს, მსჯავრდადებულს, და­კა­ვე­ბულს!

სო­ლი­და­რო­ბა მო­შიმ­ში­ლე­ებს! სო­ლი­და­რო­ბა მი­ზან­ში ამო­ღე­ბულ თა­ვი­სუ­ფალ, პატ­რი­ოტ, კე­თილ­სინ­დი­სი­ერ ადა­მი­ა­ნებს ყველ­გან, სა­დაც იდევ­ნე­ბი­ან!

ფო­ტო­ზე: სი­ნათ­ლე და სიბ­ნე­ლე", - წერს სა­ლო­მე ნატ­როშ­ვი­ლი.