"მანანიკო, იქნებ პასუხიც მოისმინო შენს მონოლოგზე" - ნანკა კალატოზაშვილი და ქეთი დემეტრაძე კოლეგას ვიდეომიმართვით პასუხობენ
რუსთაველის თეატრის მსახიობი, მანანა აბრამიშვილი რამდენიმე მსახიობის გუშინდელ პროტესტს ეხმაურება, რომელიც სცენაზე, სპექტაკლის მიმდინარეობისას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით გამოხატეს.
"არასწორი იყო, რაც იკადრეს ჩვენმა მსახიობებმა, თეატრში არ გაქვს იმის უფლება აკეთო, რაც მოგესურვება, ახალ კი მინდა საზოგადოებას გითხრათ" - ამბობს ვიდეომიმართვაში მსახიობი მანანა აბრამიშვილი.
აღნიშნულ ვიდეოს, მსახიობები ნანკა კალატოზაშვილი და ეკა დემეტრაძე გამოეხმაურნენ და ვიდეომიმართვით უპასუხეს: "მანანიკო, იქნებ პასუხიც მოისმინო შენს მონოლოგზე." იხილეთ სრულად