"ეხ, რა ძნელია შენი ხალხის შიში რომ დაგიპყრობს… ! არ ვიცი, არ ვიცი, მთელ ამ წლების მანძილზე გინება და შეურაცხყოფა ვისგან არ მომისმენია" - რას წერს სალომე ზურაბიშვილი?
სალომე ზურაბიშვილი “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებებზე წერს, რომელიც “ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა და პარლამენტში უკვე ინიციირებულია.
"არ ვიცი, არ ვიცი, მთელ ამ წლების მანძილზე გინება და შეურაცხყოფა ვისგან არ მომისმენია, პრემიერი იქნებოდა ეს თუ რიგითი პარლამენტარი, თუნდაც დღევანდელი დეფაქტო პრეზიდენტი! არავის (ერთი თუ ორის გარდა) ამ “ღირსეული ქცევისგან” თავი არ შეუკავებია! თუმცა მეუბნებოდნენ, რომ თურმე პოლიტიკური თანამდებობის პირს თმენის ვალდებულება გააჩნია… რაღაც ვერ ვატყობ მოთმინების უნარს ამათ შორის, უფრო ეხერხებათ შურისძიება და რევანში!!!ეს მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ისე შეშინებულნი არიან, მოთმინება კი არა გაგონებაც არ უნდათ იმისი რასაც ფიქრობს საზოგადოება მათზე. ეხ, რა ძნელია შენი ხალხის შიში რომ დაგიპყრობს… !"
ინფორმაციისთვის, “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებებით, რომელიც “ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა და პარლამენტში უკვე ინიციირებულია, ასეთი ქმედება გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1500 ლარიდან 4 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 45 დღემდე ვადით.