"როცა ვსაუბრობ უფალზე, რატომღაც ყველა დამცინის..." - რას წერს ნუცა ბუზალაძე რომელიც Grammy-ს დაჯილდოებას დაესწრო?
ლოს ანჯელესში Grammy-ს რიგით 67-ე ცერემონია გაიმართა. ეს არის მუსიკალურ ინდუსტრიაში ყველაზე მნიშვნელოვანი დაჯილდოება. წელს ცერემონიას ქართველი მომღერალი, ნუცა ბუზალაძე ესწრებოდა.
"გრემის" წითელი ხალიჩიდან მან ფოტოები გამოაქვეყნა, ხოლო "ინსტაგრამსთორიში" დაწერა:
"მადლიერი ვარ...
მე როცა ვსაუბრობ ხოლმე უფალზე, რატომღაც ყველა დამცინის... მაგრამ ეს არის ყველაზე დიდი ძალა და სიყვარული, რაც ადამიანს გააჩნია. როცა სასწაულებს მხოლოდ ღმერთი ახდენს, ეს დაიმახსოვრეთ, ეს შემთხვევაც ამის ნათელი მაგალითია.
ოცნებები ხდება", - წერს ბუზალაძე.