"საქართველო რადგან G-ზე იწყება, ამიტომ გახდა მიშა ვიცე-პრეზიდენტი... ორი ქლიქით მოწმდება ამის "ზახოდები" - რა ისტორიას იხსენებს თამარ ჩერგოლეიშვილი? - კვირის პალიტრა

"საქართველო რადგან G-ზე იწყება, ამიტომ გახდა მიშა ვიცე-პრეზიდენტი... ორი ქლიქით მოწმდება ამის "ზახოდები" - რა ისტორიას იხსენებს თამარ ჩერგოლეიშვილი?

თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის პოსტს აზიარებს და ისტორიას იხსენებს:

"ძაან საყვარელი ისტორია მაქვს ამაზე.1999 წელს გავხდით ევროსაბჭოს წევრები.გამოცხადდა კონკურსი ქართველებისთვის (ევროსასამართლოში), შევიტანე განაცხადი და მოვხვდი შორთლისტში.2000 წლის მარტში გამოცდაზე უნდა წავიდე და იქ გადაწყდება.გამომიგზავნეს ერთი დიდი ყუთი მასალა მოსამზადებლად (ჯერ ინტერნეტი არაა ასეთ ფორმაში ცხადია).

ამასობაში ატყდა დიდი დიმპიტაური.ბებიაჩემმა ქსენიამ (ოსი იყო და ეთნიკური გრაფა რომ ამოიღო პასპორტიდან, მიშაზე გააფანატა) ქსოვრელები მოიყვანა ლამის სახლში - ჩვენი მიშა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი გახდაო.

დიდი ზეიმი იყო.

ვემზადები მეც ამ ჩემი კონკურსისთვის და პასემდე რომ მივედი ვნახე რომ 18 ვიცე-პრეზიდენტი ყავს.

და ამ ვიცე-პრეზიდენტებს არა მათი დამსახურებით, არამედ ანბანით ირჩევენ და G-ს მოუწია. საქართველო რადგან ჯიზე იწყება, ამიტომ გახდა მიშა ვიცე-პრეზიდენტი.

რო ვნახე, მაგრად დავცინე.

მეთქი შენი ბითური ტყეში დარბის შვილო.

ეგო შენ გაიგეო, თორემ 99 პროცენტი ვერ გაიგებს და იზეიმებსო.

ხოდა ეხა რატომ მოვყევი :ისევ იქაა. ვერ განვითარდა. ვერ აუწყო ფეხი იმას, რომ ორი ქლიქით მოწმდება ამის ზახოდები. ვინც ბოლდება, ცვლილებების გენერატორი ვერ იქნება. ტელევიზიების კონტროლი ვერ გაამეფებს. საქმეს გააფუჭებინებს, მაგრამ ვერ გაამეფებს.ჯერ კიდევ ვერ მიხვდა." - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

ცოტა ხნის წინ მიხეილ სააკაშვილმა პოსტი გამოაქვეყნა:

"მე როგორც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ვულოცავ ქართველ ხალხს და ოპოზიციას გუშინდელ წარმატებას.

მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენი დელეგაციის წევრებს, თინა ბოკუჩავას, ზურაბ ჭიაბერაშვილს, ზურაბ ჯაფარიძეს, გიორგი ვაშაძეს, სალომე სამადაშვილს და მარიკა მიქიაშვილს.

დიდი მადლობა ლიეტუვის დელეგაციას და ემანუელის ზინგერისს, ასევე უკრაინის დელეგაციასა და ოლექსეი გონჩარენკოს, ჩემი, მზია ამაღლობელის და ყველა პოლიტპატიმრის აქტიური მხარდაჭერისთვის.

საქართველოს მიერ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დატოვება ნიშნავს ოფიციალურად საერთაშორისო დონეზე დიქტატურის გამოცხადებას." - წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.