"ქალბატონო პრეზიდენტო, მორჩა კინო?" - ნანკა კალატოზიშვილი სალომე ზურაბიშვილს მიმართავს
მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი, რომელიც აქციებსა და საზოგადოებრივი მოძრაობის პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებში საკმაოდ აქტიურია, სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს - სალომე ზურაბიშვილს საყვედურით მიმართავს:
"ქალბატონო პრეზიდენტო, ხდება რამე? მოსაყოლიც არაფერია?
სმს მაინც მოგვწერეთ ხალხს.
ზოგადად, პოლიტიკოსებზე რა გსმენიათ? რას აკეთებენ, ან რას აპირებენ?
მორჩა კინო?"- წერს ნანკა კალატოზიშვილი.