"შე­მა­გი­ნე და გეს­ვრი!" - გარდაიცვალა "რეკორდში" ჯოტია ცაავას როლის შემსრულებელი - რას ჰყვებოდა ერთადერთ კინოროლსა და მის შემდგომ ცხოვრებაზე კობა ღვინიაშვილი? - კვირის პალიტრა

"შე­მა­გი­ნე და გეს­ვრი!" - გარდაიცვალა "რეკორდში" ჯოტია ცაავას როლის შემსრულებელი - რას ჰყვებოდა ერთადერთ კინოროლსა და მის შემდგომ ცხოვრებაზე კობა ღვინიაშვილი?

ქარ­თუ­ლი ფილ­მე­ბის მოყ­ვა­რუ­ლებს ცხა­დია, არ და­გა­ვი­წყდე­ბო­დათ შე­სა­ნიშ­ნა­ვი ტან­დე­მის: დიდი შე­მოქ­მე­დე­ბის: რე­ჟი­სორ გუ­რამ პა­ტა­რა­ი­ას, ოპე­რა­ტორ ირაკლი ონოფ­რიშ­ვი­ლის და კომ­პო­ზი­ტორ - გია ყან­ჩე­ლის მუ­სი­კით დამ­შვე­ნე­ბუ­ლი და­უ­ვი­წყა­რი სა­ტე­ლე­ვი­ზიო მხატ­ვრუ­ლი ფილ­მი "რე­კორ­დი“ და მისი ახალ­გაზ­რდა "რე­კორდსმე­ნი“, შო­უ­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ჯო­ტია, ვის როლ­საც ფილმში არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მსა­ხი­ო­ბი კობა ღვი­ნი­აშ­ვი­ლი შე­სა­ნიშ­ნა­ვად ას­რუ­ლებს.

"შე­მა­გი­ნე და გეს­ვრი!“ - ეს ახალ­გაზ­რდა ჯო­ტი­ას და­უ­ვი­წყა­რი ფრა­ზაა, სხვაგ­ვა­რად მისი ნა­ტყორ­ცნი ქვა მდი­ნა­რეს ვერ გა­და­უფ­რენ­და და რე­კორ­დსაც ვერ და­ამ­ყა­რებ­და.

ბა­ტო­ნი კო­ბას გარ­დაც­ვა­ლე­ბის ამ­ბა­ვი წუ­ხელ შე­ვი­ტყვე "ფე­ის­ბუ­ქი­დან" და ძა­ლი­ან მეტ­კი­ნა გული...

წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში "სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ში“ ერ­თად ვმუ­შა­ობ­დით, ერთხანს ჩვე­ნი მძღო­ლიც იყო - კვი­რა­ში ერთხელ, დი­ლა­ად­რი­ან, ერ­თსა­ა­თი­ა­ნი პირ­და­პი­რი რა­დი­ო­ე­თე­რი გვქონ­და მე და ჩემს ორ კო­ლე­გას და ბა­ტო­ნი კობა შინ გვა­კი­თხავ­და ხოლ­მე, სამ­სა­ხურ­ში წა­საყ­ვა­ნად. ვი­ცო­დი, ჩემს სახ­ლთან ახ­ლოს რომ ცხოვ­რობ­და, მა­ნამ­დე ქუ­ჩა­შიც მხვდე­ბო­და ხოლ­მე. ძა­ლი­ან მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო, ბევ­რს არ ლა­პა­რა­კობ­და, თუმ­ცა მო­სალ­მე­ბა კი გუ­ლი­ა­ნი იცო­და.

სწო­რედ იმ პირ­და­პი­რი ეთე­რე­ბი­სას, შინ რომ გვა­კი­თხავ­და ხოლ­მე მან­ქა­ნით, მი­თხრა, მეც აქვე ვცხოვ­რობ, მე­ზობ­ლად, მე­ექ­ვსე კვარ­ტალ­შიო. მა­ნამ­დეც ხში­რად ვხე­დავ­დი ქუ­ჩა­ში, მაგ­რამ მხო­ლოდ სა­ლამ­სა და მო­კი­თხვას ვჯერ­დე­ბო­დით, მერე კი უფრო დავ­მე­გობ­რდით. თბი­ლი და ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი იყო.

ბოლო ხანს აღარ­სად შევ­ხვედ­რი­ვარ. სულ მე­ფიქ­რე­ბო­და, ნე­ტავ, რო­გორ არის-მეთ­ქი? მისი სახ­ლის ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რიც ვერ­სად მი­ვაკ­ვლიე, ვერც - მო­ბი­ლუ­რის, არა­და, მინ­დო­და შევ­ხმი­ა­ნე­ბო­დი და კი­დევ ერთი ინ­ტერ­ვიუ ჩა­მე­წე­რა. უკა­ნას­კნე­ლად რამ­დე­ნი­მე წლის წინ, ღა­მის ტრა­დი­ცი­უ­ლი სპორ­ტუ­ლი მა­რა­თო­ნი­სას, მეტ­რო­სად­გურ "დე­ლის­თან“ შეგ­ვხვდა მე და ჩემს მე­გო­ბარს. და­ბინ­დე­ბუ­ლი იყო, სა­უ­ბარ­ში გარ­თულ­მა ვერც შევ­ნიშ­ნე, უცებ კი ჩემი სა­ხე­ლი ჩა­მეს­მა. გავ­ხე­დე და უნებ­ლი­ეთ წა­მომ­ცდა, ჯო­ტია ცა­ა­ვაა-თქო. ბა­ტონ კო­ბას პი­რის­პირ - არა, მაგ­რამ, ზო­გა­დად, სულ ჯო­ტია ცა­ა­ვა­თი ვიხ­სე­ნი­ებ­დი ხოლ­მე ახ­ლობ­ლებ-ნაც­ნო­ბებ­ში. ტრა­დი­ცი­უ­ლად, გულ­თბი­ლად მო­მი­კი­თხა. დიდ­ხანს ვი­სა­უბ­რეთ, მერე უცებ ვთხო­ვე, ერ­თად გა­და­ვი­ღოთ სა­მახ­სოვ­რო ფოტო-მეთ­ქი (აშ­კა­რად სატ­რა­ბა­ხოდ მინ­დო­და, სხვებ­საც რომ გა­ე­გოთ, ამ მო­რი­დე­ბულ "რე­კორდსმენს“ კარ­გად რომ ვიც­ნობ­დი). ჩემს მე­გო­ბარ­მა რამ­დე­ნი­მე კად­რი გა­დაგ­ვი­ღო. ახლა კი მხო­ლოდ ეს კად­რე­ბი და დიდი ხნის წინ ჩა­წე­რი­ლი ჩვე­ნი ინ­ტერ­ვიუ დამ­რჩა მის სა­მახ­სოვ­როდ...

სამ­წუ­ხა­როდ, დღეს არც ბა­ტო­ნი გუ­რამ პა­ტა­რა­ი­აა ცო­ცხა­ლი, არც ბა­ტო­ნი ირაკ­ლი ონოფ­რიშ­ვი­ლი და არც ბა­ტო­ნი გია ყან­ჩე­ლი, კი­დევ რამ­დე­ნი­მე მსა­ხი­ო­ბი მათი ფილ­მი­დან, წუ­ხელ კი ამ დი­დე­ბულ ტრი­ოს ბა­ტო­ნი კობა ღვი­ნი­აშ­ვი­ლიც შე­უ­ერ­თდა.

"შე­მა­გი­ნე და გეს­ვრი!“

გააგრძელეთ კითხვა