"აღარ მიმყავს მოამბე" - რას წერს ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი?
"მოამბის" წამყვანი, ვასილ ივანოვ - ჩიქოვანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
"მე აღარ მიმყავს მოამბე 18:00 საათზე. ოფიციალური პოზიცია -როგორც თქვენთვის ცნობილია, დღეს გამართულ სამეურვეო საბჭოს სხდომაზე "მოამბის" პროდიუსერებმა, თქვენს მიერ საჯაროდ (მათ შორის ეთერში) გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით, დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია და თქვენთან, როგორც "მოამბეს" წამყვანთან, მუშაობის გაგრძელებაზე განაცხადეს უარი. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, თანამშრომელთა შორის არსებული და შესაძლო სამომავლო დისკომფორტის, დაძაბული და არაჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნის/გაუარესების საფრთხის თავიდან აცილების, ასევე მაუწყებლის კანონისმიერი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 4 თებერვლიდან, არსებული გართულებული ვითარების ნორმალიზებამდე, დროებით აღარ დაგევალებათ საინფორმაციო გამოშვება "მოამბეს" წამყვანის ფუნქციის შესრულების ვალდებულება", - წერს ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი.