"მუხლდაჩოქილი გემუდარები დეე, მოდი, ჩამეხუტე და მომეცი ძალა, რომ ვისუნთქო..." - ბათუმში დაკარგული მოზარდის დედა მიმართვას ავრცელებს
16 იანვრიდან, ბათუმში ეძებენ 14 წლის ალექსანდრე მიქელაძეს. დედა, ნათია დიაკვნიშვილი მიმართავს შვილს, რომ გამოჩნდეს.
"დეე, ჩემო გულის და სულის ნაწილო, ჩემო სიყვარულო, ჩემო ბედნიერება, ჩემო ღვთის საჩუქარო, ჩემო სიამაყე და ჩემო ყველა ფერო...! იცი როგორ მჭირდები? აი, როგორც ადამიანს არსებობისთვის წყალი და ჟანგბადი...!!!ამას თუ იმაზე მეტ ხანს ვერ მიიღებს ადამიანი, უბრალოდ ვერ იცოცხლებს. მუხლდაჩოქილი გემუდარები დეე, მოდი, ჩამეხუტე და მომეცი ძალა, რომ ვისუნთქო...უკიდეგანოდ მჭირდები და მენატრები...დამირეკე და ხმა მაინც გამაგონე, დეე გამაგონე შენი როხროხა ხმა, დეე" - წერს სოციალურ ქსელში ნათია დიაკვნიშვილი.