"არ ვიცოდი, რომ "შუა ქალაქის" მარში ბაჩოს სოლიდარობის ნიშნად დაიგეგმა" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი? - კვირის პალიტრა

"არ ვიცოდი, რომ "შუა ქალაქის" მარში ბაჩოს სოლიდარობის ნიშნად დაიგეგმა" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი?

ნანუკა ჟორჟოლიანი ფეისბუქ ჯგუში "დაიტოვე" მიმართვას ავრცელებს:

"Update: არ ვიცოდი, რომ "შუა ქალაქის" მარში უსამართლოდ დაჯარიმებული ბაჩოს სოლიდარობის ნიშნად დაიგეგმა.

მორალური უხერხულობა გამიჩნდა ნამდვილად.

მაგრამ ზოგადად, მგონია, რომ მარშების პარალელურად, დროა სხვა შინაარსის აქციებიც დავგეგმოთ. მე დავწერ ჩემს იდეებს და მოგისმენთ თქვენ.

"შუა ქალაქის" მარში მართლა იმართება? რა დროს მარშებია, მეგობრებო.

დავიწყოთ ეფექტური აქციების დაგეგმვა.

მარშები კარგი იყო ახალი წლის დღეებში დ ეგ უკვე წარსულია.

ახალი, ეფექტური აქციები!" - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.