"ბიძინა ივანიშვილმა და "ქართული ოცნების" ბანდიტებმა საქართველოს პორტსა და მინერალურ რესურსებზე წვდომა "ჩინეთის კომუნისტურ პარტიას" მიჰყიდეს - სანქციები მოდის!" - რას წერს ჯო უილსონი? - კვირის პალიტრა

"ბიძინა ივანიშვილმა და "ქართული ოცნების" ბანდიტებმა საქართველოს პორტსა და მინერალურ რესურსებზე წვდომა "ჩინეთის კომუნისტურ პარტიას" მიჰყიდეს - სანქციები მოდის!" - რას წერს ჯო უილსონი?

ბიძინა ივანიშვილმა და „ქართული ოცნების“ ბანდიტებმა საქართველოს პორტსა და მინერალურ რესურსებზე წვდომა „ჩინეთის კომუნისტურ პარტიას“ მიჰყიდეს, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

„ბიძინა ივანიშვილმა და „ქართული ოცნების“ ბანდიტებმა საქართველოს პორტსა და მინერალურ რესურსებზე წვდომა „ჩინეთის კომუნისტურ პარტიას“ მიჰყიდეს, აშშ-ისა და ევროკავშირის შეთავაზებების მიუხედავად. ახლა ისინი თავიანთ დიქტატურას სულელურ რეკლამას უკეთებენ, 49 ოპოზიციონერი დეპუტატის გარიცხვითა და დემონსტრანტების სასტიკი დარბევით, დიდი ყურადღების მიუხედავად. სანქციები მოდის!“, - წერს ჯო უილსონი.

IPN