"სახლიდან შუა ღამეს გავიდა და..." - ვინ არის მამაკაცი, რომელიც ოთხდღიანი ძებნის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს - კვირის პალიტრა

"სახლიდან შუა ღამეს გავიდა და..." - ვინ არის მამაკაცი, რომელიც ოთხდღიანი ძებნის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს

ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, ასპინძელი სანდრო შემაზაშვილი სოფელი კლდის მიმდებარე ტერიტორიაზე, გარდაცვლილი იპოვეს - ინფორმაციას გამოცემა “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

მათი ცნობით, გარდაცვალების ფაქტს ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტროც. მომხდარზე, გამოძიება სსკ–ის 143 მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს. დანაშაული ისჯება 2–დან 4–წლამდე პატიმროობით.

ოჯახი სანდროს 2 თებერვლიდან ეძებდა. როგორც ოჯახის ახლობელმა "სამხრეთის კარიბჭესთან" განაცხადა, სანდრო შემაზაშვილი სახლიდან შუა ღამეს გავიდა.