სკანდალური ამბავი რუსეთში: "დამნაშავე მათ კასრებში მალავდა ერთი თვის განმავლობაში" - სამარის ყოფილი მერი და მისი ცოლი მოკლეს - ბრალდებულია მათი შვილიშვილი
რუსეთში, სამარის ყოფილი მერი ვიქტორ ტარხოვი და მისი მეუღლე ნატალია მოკლულები იპოვეს. სავარაუდო ეჭვმიტანილი მათი შვილიშვილია. გოგონა უკვე დააკავეს, - წერს ადგილობრივი მედია.
მკვლელობა დაახლოებით ერთი თვის წინ მოხდა, როდესაც ტარხოვი და მისი მეუღლე ფინეთიდან რუსეთში დაბრუნდნენ. კაცი იქ სამკურნალოდ იმყოფებოდა.
თავდაპირველად მედია წერდა, რომ წყვილს ესროლეს, მაგრამ მოგვიანებით წყაროებზე დაყრდნობით ცნობილი გახდა, რომ ისინი ცემით მოკლეს და მათ ცხედრებს დამნაშავე ერთი თვის განმავლობაში კასრებში მალავდა.
გამომძიებლების თქმით, მკვლელობის შემდეგ ყოფილი მერის შვილიშვილმა გარდაცვლილების ქონება, მათ შორის მანქანები და ხატების კოლექცია გაყიდა. გოგონა ერთი თვის განმავლობაში ბებია-ბაბუის ტელეფონებიდან ახლობლებთან ტექსტურ შეტყობინებებს აგზავნიდა, თითქოს ისინი ცოცხლები იყვნენ.
ყოფილი მერის შვილიშვილი უკვე დააკავეს, მაგრამ ის უარს ამბობს ჩვენების მიცემაზე.