"ამ ქვეყნიდან ძალიან ახალგაზრდა წავიდა" - ანი კეკუა დედაზე - კვირის პალიტრა

"ამ ქვეყნიდან ძალიან ახალგაზრდა წავიდა" - ანი კეკუა დედაზე

მომღერალი ანი კეკუა პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდა და საკმაოდ ძლიერ კონკურსანტად მიიჩნევა.

გადაცემაში "სიცრუის დეტექტორი" აღნიშნა, რომ პროექტში ცდილობს, ისე იცეკვოს, როგორც დედას მოეწონებოდა. ცნობილია, რომ ანის დედა - ნატალი ვარიადისი, რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა.

ანი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს დედის ფოტოებს.

anikekuamshoblebtanertad-1738868515.jpg

"დედაჩემი იყო ის ადამიანი, ვინც ცხოვრებაში ყოველთვის მოტივაციას მაძლევდა. ყველა პროექტში, სადაც მონაწილეობა მიმიღია, მისი და მამას სურვილიც იყო. ყველაფერში ხელს მიწყობდა. ბავშვობიდან მოყოლებული, ბევრ წრეზე დავყავდი. სამწუხაროდ, ის რამდენიმე წელია ცოცხალი აღარ არის. ამ ქვეყნიდან ძალიან ახალგაზრდა წავიდა. ჩემთვის მისი გარდაცვალება სტრესულ პერიოდს უკავშირდება. 3 წელიწად-ნახევარი ვერაგ დაავადებას ებრძოდა. მისი გარდაცვალების შემდეგ ჩემს თავთან ძალიან ბევრი ბრძოლა მქონდა. წაიკითხეთ ვრცლად