"იფქლს" საწარმოო პროცესი შეუჩერდა - რა გახდა მიზეზი: სურსათის ეროვნული სააგენტოს განმარტება
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ (სეს) შპს იფქლის საწარმოს, კრიტიკული შეუსაბამობების გამოსწორებამდე, საწარმოო პროცესი შეუჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას მომხმარებელთა უფლებების ცენტრი ავრცელებს. აღნიშნული „ბიზნესპრესნიუსს“ სეს-შიც დაუდასტურეს.
საქმე ეხება, მოქალაქის მიმართვის საფუძველზე, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებულ მოკვლევას.
როგორც სეს-ის ოფიციალურ დოკუმენტში ვკითხულობთ, ერთ-ერთმა მომხმარებელმა შპს იფქლის მიერ წარმოებულ შეფუთულ თეთრ პურში უცხო სხეული აღმოაჩინა, რის შესახებაც 30 იანვარს სეს–ს შეატყობინა. გააგრძელეთ კითხვა