"მიყვარხარ მამი, ჩემი გმირი ხარ! გახსოვს, რომ გეხუმრებოდი, ისე გიყვარვარ, რომ შენგან გიორგი სააკაძე არ გამოვა-მეთქი, არ ყოფილა ეგრე" - 19 წლის სტუდენტის ემოციური წერილი მამას
19 წლის სტუდენტის, ზვიად ცეცხლაძის მამა, ზურაბ ცეცხლაძე "ფეისბუქზე" აქვეყნებს შვილის, ციხიდან მოწერილ წერილს.
“მამიკო ძალიან მიხარია, რომ მიუხედავად შვილის ფაქტორისა, არ ხარ მიკერძოებული და გესმის რომ მზია ამაღლობელის პოლიტიკური (და ჯანმრთელობის) მდგომარეობა ჩვენზე მწვავეა და მძიმეა. რომ ის არის ნომერ პირველი პოლიტპატიმარი (როგორც შენ იტყოდი). ძალიან მიხარია რომ საერთო საქმეში საკუთარ შვილს განკერძოებულად არ აყენებ.
გახსოვს, რომ გეხუმრებოდი? ისე გიყვარვარ, რომ შენგან გიორგი სააკაძე არ გამოვა-მეთქი, არ ყოფილა ეგრე (სააკაძეობა ყველაზე კარგი გაგებით).
მიყვარხარ მამი, ჩემი გმირი ხარ.
დედა ჩამიხუტე და ჩამიკოცნე.
29.01.2025 წ. შენი მზე-ჭაბუკი,“ - წერს ზვიად ცეცხლაძე.