"მი­წა­ზე ხოხ­ვით გაგ­ვათ­რი­ეს, გვირ­ტყამ­დნენ, გვა­გი­ნებ­დნენ, რაც გდდ-ს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა წაგ­ვარ­თვეს, სა­ვა­რა­უ­დოდ, უკვე ლომ­ბარ­დშია... დედას თვითონაც გამოვლილი აქვს ეს ყველაფერი და მე როგორ მეტყვის, არ წახვიდეო?" - რას ჰყვება ლუკა სარიშვილი? - კვირის პალიტრა

"მი­წა­ზე ხოხ­ვით გაგ­ვათ­რი­ეს, გვირ­ტყამ­დნენ, გვა­გი­ნებ­დნენ, რაც გდდ-ს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა წაგ­ვარ­თვეს, სა­ვა­რა­უ­დოდ, უკვე ლომ­ბარ­დშია... დედას თვითონაც გამოვლილი აქვს ეს ყველაფერი და მე როგორ მეტყვის, არ წახვიდეო?" - რას ჰყვება ლუკა სარიშვილი?

"დიდი მად­ლო­ბა ყვე­ლას, ვინც გულ­შე­მატ­კივ­რობ­და ლუ­კას და გა­უ­ხარ­და, რომ ამ­ჯე­რა­დაც ჯა­რი­მით და არა პა­ტიმ­რო­ბით დას­რულ­და სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი. მაგ­რამ აბა, დავ­ფიქ­რდეთ, რა გვი­ხა­რია და რას ვუ­ლო­ცავთ ერ­თმა­ნეთს? უკა­ნო­ნოდ გა­კა­ვე­ბენ, გცე­მენ, გძარ­ცვა­ვენ, გა­გი­ნე­ბენ, მერე კი­დევ გცე­მენ და ამის შემ­დეგ ან გი­ჭე­რენ ან გა­ჯა­რი­მე­ბენ!

ეს გა­საძ­ლე­ბია, ღირ­სე­უ­ლად ასა­ტა­ნი, მაგ­რამ არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში სა­სი­ხა­რუ­ლო, მით უმე­ტეს, რომ არც მე და არც არა­ვინ არ იცის, კი­დევ რო­დის და­გი­ჭე­რენ, გცე­მენ, გაგ­ძარ­ცვა­ვენ... როცა ქვე­ყა­ნა­ში ასე­თი გა­ნუ­კი­თხა­ო­ბაა, ბრძო­ლაა სა­ჭი­რო, თავ­და­უ­ზო­გა­ვი ბრძო­ლა, ზე­ი­მით კი მა­შინ ვი­ზე­ი­მოთ, როცა ქვე­ყა­ნა­ში აღარ გვე­ყო­ლე­ბა უკა­ნო­ნო პა­ტიმ­რე­ბი, და­სა­ხიჩ­რე­ბუ­ლი, სიკ­ვდილს შემ­თხვე­ვით გა­დარ­ჩე­ნი­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი, სიკ­ვდი­ლის პი­რას მიყ­ვა­ნი­ლი მო­შიმ­ში­ლე­ე­ბი“, - ეს ყო­ფი­ლი პო­ლი­ტი­კო­სის ირი­ნა სა­რიშ­ვი­ლის "ფე­ი­ბუქპოს­ტის" ამო­ნა­რი­დია.

მისი შვი­ლი, ლუკა სა­რიშ­ვი­ლი 2 თე­ბერ­ვალს, "თბი­ლი­სი მოლ­თან“ გა­მარ­თულ აქ­ცი­ა­ზე და­ა­კა­ვეს. სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი უკვე შედ­გა, მას 2400-ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მის გა­დახ­და და­ა­კის­რეს.

ლუკა სა­რიშ­ვი­ლი 28 წლი­საა, გრა­ფი­კოს-დი­ზა­ი­ნე­რია და ამ სფე­რო­ში საქ­მი­ა­ნობს. ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე რთუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა მას ძა­ლი­ან აწუ­ხებს, აბ­რა­ზებს და პრო­ტესტს აქ­ტი­უ­რად გა­მო­ხა­ტავს.

რას ფიქ­რობს თა­ვის უკვე მე­ო­რე­ჯერ და­კა­ვე­ბა­ზე და ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ზე, ამას Ambebi.ge - თვის მი­ცე­მუ­ლი ინ­ტერ­ვი­უ­დან შე­ი­ტყობთ (პირ­ვე­ლი და­კა­ვე­ბის შემ­დეგ მას 2000-ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მა მი­უ­სა­ჯეს).

- 2 თე­ბერ­ვალს, რა­ტომ და­გა­კა­ვეს? რა მოხ­და?

- თა­ვი­დან "თბი­ლი­სი მოლ­თან“ ადა­მი­ა­ნე­ბის გარ­კვე­ულ რა­ო­დე­ნო­ბა შე­ვიკ­რი­ბეთ. ასე საათ-ნა­ხე­ვარ­ში გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ მსვლე­ლო­ბა თბი­ლი­სის ცენ­ტრის მი­მარ­თუ­ლე­ბით გაგ­ვე­მარ­თა. სა­პი­რის­პი­რო მხა­რეს უნდა გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვით და ასე წავ­სუ­ლი­ყა­ვით. ვი­ცო­დი, რომ ეს მსვლე­ლო­ბა, პო­ლი­ცი­ას­თან შე­თან­ხმე­ბუ­ლი იყო. გზის სა­ვალ ნა­წილს დაგ­ვით­მობ­დნენ და გა­ვივ­ლი­დით. ზა­ჰეს­თან გზა რომ იყო­ფა, მანდ ხალ­ხი მარ­ცხე­ნა მხა­რეს გა­და­ვი­და, რომ ეს­ტა­კა­და­ზე ასუ­ლი­ყო. ისი­ნი გა­ა­ტა­რეს და მერე ნა­კა­დი შუ­ა­ში გაგ­წყვი­ტეს და ნა­ხე­ვა­რი მარ­ცხნივ აღ­მოჩ­ნდა, ნა­ხე­ვა­რი - მარ­ჯვნივ. მე იქით გა­დას­ვლა ვერ მო­ვას­წა­რი.

გზა თა­ვი­სუ­ფა­ლი და­ტო­ვეს, პო­ლი­ცი­ამ ცო­ცხა­ლი ჯაჭ­ვი გა­ა­კე­თა, რომ გზა­ზე არა­ვინ გავ­სუ­ლი­ყა­ვით. შე­სა­ბა­მი­სად, ვე­რა­ვინ გავ­დი­ო­დით და ტრო­ტუ­არ­ზე ჭყლე­ტა­ში ვი­დე­ქით, ზო­გი­ერ­თი შე­მაღ­ლე­ბულ­ზეც, ბორ­ცვზე იდგა. მეც ბორ­ცვზე ვი­დე­ქი. იქ ასე ერთი სა­ა­თი დავ­ყა­ვით. ჩემს მე­გო­ბარ­თან ერ­თად ვი­ყა­ვი. ნა­კა­დის გა­წყვე­ტის შემ­დეგ სა­პი­რის­პი­რო მხა­რეს და­ვი­ნა­ხეთ, რომ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვეს. ერთ-ერთი ნიკა მე­ლია იყო. და­ა­კა­ვეს ასე­ვე დი­მიტ­რი ბი­ძი­ნაშ­ვი­ლი. ჩვენ ვი­დე­ქით, არა­ფერს ვა­შა­ვებ­დით, არც ვი­გი­ნე­ბო­დით, არც არა­ვის შე­ვუ­რა­ცხყოფ­დით. მე­გობ­რე­ბი ერ­თმა­ნეთს ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დით. ხან­და­ხან აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს, უცხო ხალ­ხსაც გა­მო­ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დით, პო­ლი­ცი­ე­ლებ­თა­ნაც სი­ტყვით გაც­ვლა-გა­მოც­ვლა გვქონ­და... იმ და­ჭე­რე­ბის გამო იქ სი­ტუ­ა­ცია და­ი­ძა­ბა, ხალ­ხი გა­ღი­ზი­ან­და და ვი­ღა­ცე­ბი პო­ლი­ცი­ე­ლებს ამუ­ნა­თებ­დნენ, - ამას რა­ტომ აკე­თებ­თო? - ეკი­თხე­ბოდ­ნენ.

- და თქვე­ნამ­დეც მო­ვიდ­ნენ?

- ბორ­ცვზე მყოფ­მა და­ვი­ნა­ხე, რომ ის ცო­ცხა­ლი ჯაჭ­ვი შავ­ფორ­მი­ა­ნებ­მა, გდდ-ს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა გა­მო­არ­ღვი­ეს და იმ მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­მო­ვიდ­ნენ, სა­დაც მე და კი­დევ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი ვი­დე­ქით. რა ნიშ­ნით აგ­ვარ­ჩი­ეს, არ ვიცი, მაგ­რამ ასე მშვი­დო­ბი­ა­ნად მყო­ფე­ბი გაგ­ვიყ­ვა­ნეს, ოღონდ, ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მოგ­ვა­ყე­ნეს - მი­წა­ზე ხოხ­ვით გაგ­ვათ­რი­ეს... ფეხ­ზე ცო­ცხა­ლი ჯაჭ­ვის იქით წა­მოგ­ვა­ყე­ნეს.

გააგრძელეთ კითხვა