ალექსი პეტრიაშვილს გზის გადაკეტვის ფაქტზე, 5 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა - კვირის პალიტრა

ალექსი პეტრიაშვილს გზის გადაკეტვის ფაქტზე, 5 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

ევროინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.

მოსამართლე ზვიად ცეკვავას გადაწყვეტილებით, პეტრიაშვილს ადმინისტრაციული სახდელის სახით 5 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

როგორც პროცესის დასრულების შემდეგ, ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა, „ეს იყო ივანიშვილის რეჟიმის მორიგი ცირკი, რომელშიც მონაწილეობას ცირკის მსახიობები იღებდნენ“.

ყოფილ სახელმწიფო მინისტრს 17 იანვარს, გზის გადაკეტვას ედავებოდნენ.