აშშ-ის სანაპირო დაცვამ ალასკაზე გაუჩინარებული თვითმფრინავის ნამსხვრევებში სამი ცხედარი იპოვა - BBC - კვირის პალიტრა

აშშ-ის სანაპირო დაცვამ ალასკაზე გაუჩინარებული თვითმფრინავის ნამსხვრევებში სამი ცხედარი იპოვა - BBC

აშშ-ის სანაპირო დაცვამ ალასკაზე გაუჩინარებული თვითმფრინავის ნამსხვრევებში სამი ცხედარი იპოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი აშშ-ის სანაპირო დაცვაზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ის სანაპირო დაცვის ცნობით, მცირე ზომის თვითმფრინავის ნამსხვრევები ქალაქ ნომიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, 34 მილის დაშორებით იპოვეს.

მაშველებმა დაადასტურეს, რომ თვითმფრინავის ნამსხვრევებში სამი ცხედარი იპოვეს და აღნიშნეს, რომ სავარაუდოდ, დარჩენილი შვიდი ადამიანის ცხედარიც თვითმფრინავშია.

ცნობისთვის, ავიაკომპანია Bering Air-ის თვითმფრინავი, რომლის ბორტზე 10 ადამიანი იმყოფებოდა, ალასკაზე რადარებიდან ხუთშაბათს გაქრა.