"ყველაზე საშინელი სცენარი იქნება 6.0 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები" - რა ვითარებაა ახლა სანტორინიზე, ასეულობით მიწისძვრის შემდეგ
კუნძულ სანტორინიზე ბოლო დღეებში მრავალი ვულკანური აქტივობა დაფიქსირდა. საკითხთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ მიცოტაკისის ხელმძღვანელობით საგანგებო კომიტეტი შეიკრიბა.
საბერძნეთის მთავრობამ ეგეოსის ზღვაში ძლიერი მიწისძვრების სერიის შემდეგ სანტორინიზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.პარასკევის შემდეგ კუნძულზე ასობით მიწისძვრა დაფიქსირდა, მათ შორის ბევრმა 4,5 მაგნიტუდას გადააჭარბა.
ბოლო მიწისძვრა სანტორინისა და ამორგოსის კუნძულებს შორის მოხდა. ხუთშაბათს, დილის 6:30 საათზე 57-ზე მეტი ბიძგი დაფიქსირდა. აშშ-ის გეოლოგიურმა სამსახურმა სამშაბათს, სანტორინის აღმოსავლეთ სანაპიროდან არც თუ ისე შორს, 5,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დააფიქსირა.
მიწისქვეშა ბიძგების დაწყების შემდეგ კუნძული 11000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა. იმის გამო, რომ ამჟამად ტურისტულ სეზონი არაა, სანტორინიდან ევაკუირებული ადამიანების უმრავლესობა მაცხოვრებლები და მუშები არიან.
რა ვითარებაა ახლა კუნძულზე
სამთავრობო მოხელეებისა და ექსპერტების მონაწილეობით გამართულ შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში სეისმური აქტივობა და შესაძლო ზომები, რომელიც შეიძლება დიდი მიწისძვრის წინააღმდეგ მიიღონ. პრევენციული ზომის სახით კიკლადის კუნძულებზე სკოლები დაიხურა და ღონისძიებები გაუქმდა. რეგიონში გაიგზავნა საძიებო-სამაშველო ჯგუფები და უპილოტო საფრენი აპარატები. შენობების დაზიანების თავიდან ასაცილებლად აუზები დაიცალა. გააგრძელეთ კითხვა