"2019-ში გამომიშვა ვასილ მაღლაფერიძემ სამსახურიდან, სადაც 40 წელი ვიმუშავე... ჩემი შვილი შევაქე, როცა "მოამბის" წამყვანობიდან ჩახსნეს" - რას ჰყვება ცნობილი ჟურნალისტი საზმაუს კულუარებზე - კვირის პალიტრა

"2019-ში გამომიშვა ვასილ მაღლაფერიძემ სამსახურიდან, სადაც 40 წელი ვიმუშავე... ჩემი შვილი შევაქე, როცა "მოამბის" წამყვანობიდან ჩახსნეს" - რას ჰყვება ცნობილი ჟურნალისტი საზმაუს კულუარებზე

სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ზე 40 წელი იმუ­შა­ვა. დღეს ჟურ­ნა­ლის­ტო­ბა სხვა­გან უწევს, ერთ-ერთ რა­დი­ო­ში თოქ­შოუ "აქ­ტი­უ­რი დრო" მიჰ­ყავს. ამ­ბობს, რომ პა­რა­ლე­ლუ­რად უცხო­ე­ლებ­თა­ნაც თა­ნამ­შრომ­ლობს.

სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ზე მიმ­დი­ნა­რე ამ­ბე­ბი სუ­ლაც არ უკ­ვირს და ამ ყვე­ლა­ფერ­ზე გუ­ლახ­დი­ლად გვე­სა­უბ­რე­ბა. ტე­ლეჟურ­ნა­ლის­ტი დოდო შო­ნა­ვას შვილ­ზე, ვა­სილ ივა­ნოვ-ჩი­ქო­ვან­ზეც ვკი­თხეთ, ჟურ­ნა­ლისტზე, რო­მე­ლიც მა­უ­წყებ­ლის ხელ­მძღვა­ნელს ღიად და­უ­პი­რის­პირ­და და ამ ეტაპ­ზე "მო­ამ­ბის" წამ­ყვა­ნო­ბი­დან ჩახ­სნი­ლია. დოდო შო­ნა­ვა ჩვე­ნი სტუ­მა­რია და AMBEBI.GE-ს კი­თხვებს პა­სუ­ხობს.

- ქალ­ბა­ტო­ნო დოდო, რო­გორ აფა­სებთ იმ პრო­ცე­სებს, რაც ახლა ქვე­ყა­ნა­ში მი­დის?

- ცოტა შო­რი­დან და­ვი­წყებ და ჩემი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გე­ტყვით, რო­გორ მზად­დე­ბო­და ის, რაც ბოლო სამ თვე­ში ჩა­მო­ყა­ლიბ­და. პო­ლი­ტი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით, 2009 წელ­საც, კრი­ზი­სუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა იყო, ასე­თი სა­ში­ნე­ლი არა, მაგ­რამ მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლი. სა­ჭი­რო გახ­და, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ზე ისე­თი პლატ­ფორ­მა შექ­მნი­ლი­ყო, სა­დაც ოპო­ზი­ცია იმ ეთე­რის გა­მო­ყე­ნე­ბას შეძ­ლებ­და. მა­შინ ამის­თვის „მე­ო­რე არხი“ შე­იქ­მნა, რომ­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლიც ვი­ყა­ვი. იმ მე­დი­აპ­ლატ­ფორ­მამ, 2012 წელს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლა­ში თა­ვი­სი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა. 2017 წელს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ში ვა­სილ მაღ­ლა­ფე­რი­ძე მო­ვი­და და პირ­ვე­ლი, რაც გა­ა­კე­თა, ეს არხი და­ხუ­რა. მოს­პო სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ში იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ ოპო­ზი­ცი­ას და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბას თა­ვი­სი ეთე­რი ჰქო­ნო­და. ჩემ­თვის ეს პა­ტა­რა მი­ნიშ­ნე­ბა იყო და ბევრ პო­ლი­ტი­კოსს შევ­ხვდი, ვუ­თხა­რი, რომ ეს და და­უშ­ვე­ბე­ლია, მაგ­რამ მნიშ­ვნე­ლოვ­ნად არ ჩათ­ვა­ლეს...

ამას­თან, თუ თვალს გა­და­ვავ­ლებთ იმას, ბოლო 5-6 წლის მან­ძილ­ზე, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ზე რა ნა­ბი­ჯე­ბი იდ­გმე­ბო­და, მა­შინ ლო­გი­კუ­რად უნდა მი­ვიჩ­ნი­ოთ, რომ ამ ზღვრამ­დე მი­ვე­დით. მი­მაჩ­ნია, რომ ეს ის ზღვა­რია, რო­მელ­მაც შე­იძ­ლე­ბა ისეთ წარ­სულ­ში გა­დაგ­ვაგ­დოს, რომ­ლის შე­სა­ხებ ამ­ბე­ბი მოგ­ვის­მე­ნია და მო­მის­მე­ნია თუნ­დაც, ჩემი ოჯა­ხის რეპ­რე­სი­რე­ბუ­ლი წევ­რე­ბის­გა­ნაც. ის მო­ნა­ყო­ლი ხში­რად გაზ­ვი­ა­დე­ბუ­ლიც მე­გო­ნა, რომ მათ­ში ფან­ტა­ზია ერია, მაგ­რამ აღ­მოჩ­ნდა, რომ ყვე­ლა­ფე­რი რე­ა­ლუ­რია. ის ყვე­ლა­ნა­ი­რი შე­ზღუდ­ვას, რა­საც რუ­სეთ­ში წლე­ბი დას­ჭირ­და, აქ ფაქ­ტობ­რი­ვად რამ­დე­ნი­მე თვე­ში დაჩ­ქა­რე­ბუ­ლად მოხ­და. ვინც ამას ასე დაჩ­ქა­რე­ბუ­ლად აკე­თებს, ვფიქ­რობ, იგი შე­ში­ნე­ბუ­ლია, რად­გან ასეთ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას არ ელო­და. ამ­ბო­ბენ, რა უნ­დო­დათ, რა სა­ჭი­რო იყო 28 ნო­ემ­ბერს ასე­თი ტრი­გე­რი, ასე­თი თვით­და­ჯე­რე­ბუ­ლი გა­მოს­ვლა და იმ გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბაო. ვი­ნა­ი­დან ხალ­ხი არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ გა­რეთ მა­სობ­რი­ვად არ გა­მო­ვი­და, ჩათ­ვა­ლეს, ამ ამ­ბის გა­ტა­რე­ბა შე­ეძ­ლოთ. მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის სა­ხე­ლით მი­ი­ღეს ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და არა მხო­ლოდ დღე­ვან­დე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის, იმ ადა­მი­ა­ნე­ბის სა­ხე­ლი­თაც, ვინც ამ მი­ზან­თან მი­ახ­ლო­ე­ბას შე­ე­წი­რა... მე ის მა­ი­მე­დებს, რომ ბო­ლომ­დე ამ ყვე­ლა­ფერს ვერ შეძ­ლე­ბენ. გააგრძელეთ კითხვა