"დედა წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­დე­ლი იყო, მაგ­რამ იმ დროს უცხო­ეთ­ში წას­ვლა არ გახ­ლდათ ად­ვი­ლი" - ყოფილი მოდელი, რომლის ქალიშვილი ცნობილ მილიონერს ჰყავს ცოლად - ლიკა შენგელიას ლაქშერული ცხოვრება, ორი ქორწინება და 5 შვილი (ფოტოები) - კვირის პალიტრა

"დედა წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­დე­ლი იყო, მაგ­რამ იმ დროს უცხო­ეთ­ში წას­ვლა არ გახ­ლდათ ად­ვი­ლი" - ყოფილი მოდელი, რომლის ქალიშვილი ცნობილ მილიონერს ჰყავს ცოლად - ლიკა შენგელიას ლაქშერული ცხოვრება, ორი ქორწინება და 5 შვილი (ფოტოები)

მი­ლი­ო­ნერ თოშა ქე­ბუ­რი­ას მე­უღ­ლე ქეთი ჟღენტზე ქარ­თუ­ლი მე­დია ხში­რად წერს. ლაქ­შე­რუ­ლი ცხოვ­რე­ბის სტი­ლი, ხში­რი მოგ­ზა­უ­რო­ბა და ცხოვ­რე­ბა ფუ­ფუ­ნე­ბა­ში - ეს სამი შვი­ლის დე­დის მი­მართ მუდ­მივ ინ­ტე­რესს იწ­ვევს.

ულა­მა­ზე­ს მო­დელს, რო­მე­ლიც 18 წლის ასაკ­ში ქე­ბუ­რი­ე­ბის რძა­ლი გახ­და, ახალ­გაზ­რდა დედა ჰყავს. ყო­ფი­ლი მო­დე­ლი ლიკა შენ­გე­ლია, დღე­საც იდე­ა­ლურ ფორ­მა­შია, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი დე­დაა.

463820609-18462530962030018-305703303211924300-n-49744-1739036565.jpg

ლიკა შენ­გე­ლია 5 შვი­ლის დე­დაა. ბიჭი და გო­გო­ნა, მათ შო­რის ქეთი, პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ჰყავს. მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბა­ში კი სამი ბიჭი შე­ე­ძი­ნა. შენ­გე­ლი­ას პირ­ვე­ლი ქმა­რი კა­ლათ­ბურ­თის მწვრთნე­ლი არ­ჩილ ჟღენ­ტი გახ­ლდათ.

"დედა წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­დე­ლი იყო, მაგ­რამ იმ დროს უცხო­ეთ­ში წას­ვლა არ გახ­ლდათ ად­ვი­ლი. "ფორ­დის" სა­ა­გენ­ტო­და­ნაც ჰქონ­და მოწ­ვე­ვა, მაგ­რამ ვი­ზე­ბის გამო ვერ წა­ვი­და. მერე გა­თხოვ­და, ჩვენ გავჩნდით და მო­დე­ლო­ბას თავი და­ა­ნე­ბა. მე არ მინ­დო­და მო­დე­ლო­ბა, არც დე­დას, თუმ­ცა წი­ნა­აღ­მდე­გი არ ყო­ფი­ლა.

liana-shengelia-1729425674-49643-1739036565.jpg

უბ­რა­ლოდ, არც უთ­ქვამს - მი­დიო. 10 წელი ჩოგ­ბურთზე დავ­დი­ო­დი და მერე ისევ მო­დე­ლო­ბა გა­დავ­წყვი­ტე. თან სულ ამ სფე­რო­ში ვტრი­ა­ლებ­დი – დე­დას მე­გობ­რე­ბი, მეც მყავს მო­დე­ლი მე­გობ­რე­ბი, ჩემი ნათ­ლი­ე­ბი არი­ან თაკო ჩხე­ი­ძე, ლიკა კვა­რა­ცხე­ლია და ნინო ცქი­ტიშ­ვი­ლის მე­უღ­ლე,“ - ამ­ბობ­და ქეთი ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში. გააგრძელეთ კითხვა