"ლევანმა ამიყვანა სასაფლაოზე და მითხრა, ამერჩია, რომელ საფლავში ჩავწვებოდი..." - შშმ ქალის უმძიმესი ჩვენება, რომელიც ცოლ-ქმრის მხრიდან სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლი იყო
მთავარ ფოტოზე: დაკავებული ლევან და ხათუნა აბულაძეები
რამდენიმე დღის წინ უმძიმესი დანაშაულის შესახებ გახდა ცნობილი. დააკავეს ორი პირი, რომლებიც შშმ პირს თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროს ტერიტორიაზე დადგომას და სხვადასხვა პირთან სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ.
იმ შემთხვევაში თუ დაზარალებულის მიერ გამომუშავებული თანხის რაოდენობა მათ არ დააკმაყოფილებდა, დაკავებულები მის მიმართ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობასა და მუქარას ახორციელებდნენ.
გამოძიებით ასევე, დადგინდა, რომ ბრალდებულები ამ გზით მოპოვებულ თანხას სრულად ისაკუთრებდნენ. იმ შემთხვევაში თუ დაზარალებულის მიერ გამომუშავებული თანხის რაოდენობა არ დააკმაყოფილებდათ, მის მიმართ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობასა და მუქარას ახორციელებდნენ.
დაკავებულები არიან 1986 წელს დაბადებული ლევან აბულაძე და მისი მეუღლე 1977 წელს დაბადებული ხათუნა აბულაძე.
"კურიერი" უმძიმესი დანაშაულის ახალ დეტალებს და დაზარალებულის ჩვენებას აქვეყნებს. ცნობილი ხდება, რომ აბულაძეებმა მიითვისეს შშმ პირის კუთვნილი საპენსიო ბარათი, ასევე ისინი იღებდნენ შემწეობის თანხასაც.
საქმეში დევს ლევან აბულაძის და მისი ცოლის სატელეფონო საუბარიც. კაცი ცოლს უყვება, თუ როგორ სცემა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალს მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქუჩაში საკმარისი თანხა ვერ გამოიმუშავა.
"კურიერმა" სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლი შშმ ქალის უმძიმესი ჩვენება მოიპოვა, სადაც წერია:
"ჩემს მიერ გამომუშავებულ თანხას სრულად ვაძლევდი ხათუნას და ლევანს, ჩემთვის მხოლოდ სიგარეტის და პრეზერვატივის საყიდელ ფულს ვიტოვებდი, ან დღის განმავლობაში ერთი ხაჭაპური მაინც, რომ მეყიდა. მათ იცოდნენ, რომ ფეხი მაწუხებდა და მიჭირდა გადაადგილება, მიუხედავად ამისა, ისინი ყოველდღიურად ჩემზე ძალადობდნენ, მიყვიროდნენ, მაგინებდნენ და მემუქრებოდნენ. გააგრძელეთ კითხვა