UFC-ის სადებიუტო ბრძოლა მოგებულია - ალექსანდრე თოფურიამ მეტოქე დაამარცხა (ვიდეო)
კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის წარმატება UFC-ში. ამჯერად ალექსანდრე თოფურიამ თავისი სადებიუტო ბრძოლა მოიგო, მან მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ავსტრალიელი კოლბი თიქნესი დაამარცხა.
ალექსანდრემ მეტოქეს სამივე რაუნდი მოუგო. ავსტრალიელისთვის კი კარიერაში ეს პირველი მარცხი იყო.
ბრძოლის დროს ქართველთან იყო მისი ძმა UFC-ის ჩემპიონი ილია თოფურია და UFC-ის კიდევ ერთი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი. წაიკითხეთ ვრცლად