როგორ მიულოცა დამარცხებულმა მეტოქემ ალექსანდრე თოფურიას გამარჯვება? - ვიდეო
კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის წარმატება UFC-ში. ამჯერად ალექსანდრე თოფურიამ თავისი სადებიუტო ბრძოლა მოიგო, მან მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ავსტრალიელი კოლბი თიქნესი დაამარცხა.
ალექსანდრემ მეტოქეს სამივე რაუნდი მოუგო. ავსტრალიელისთვის კი კარიერაში ეს პირველი მარცხი იყო. ბრძოლის წაგების შემდეგ კოლბი თიქნესმა ალექსანდრეს გამაჯვება მიულოცა.