"არ მინდა ამის გაკეთება, მას საკმარისი პრობლემები აქვს ცოლთან. მეგან მარკლი საშინელი ადამიანია" - რას ამბობს დონალდ ტრამპი პრინც ჰარის დეპორტაციაზე?
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამორიცხავს პრინც ჰარის დეპორტაციას, მიუხედავად იმისა, რომ მის საემიგრაციო სტატუსთან დაკავშირებული სასამართლო დავა გრძელდება.
New York Post-თან მიცემულ ინტერვიუში, ტრამპმა განაცხადა, რომ არ სურს ჰარის წინააღმდეგ რაიმე ნაბიჯის გადადგმა. "არ მინდა ამის გაკეთება. მარტო დავტოვებ. მას უკვე საკმარისი პრობლემები აქვს ცოლთან. ის (მეგან მარკლი) საშინელი ადამიანია", – აღნიშნა ტრამპმა.
ამავდროულად, როგორც New York Post-ი წერს, ტრამპმა კიდევ ერთხელ გამოხატა სიმპათია ჰარის უფროსი ძმის, პრინც უილიამის მიმართ და მას "მშვენიერი ახალგაზრდა მამაკაცი“ უწოდა. ტრამპსა და უილიამს პირადი შეხვედრა ჰქონდათ პარიზში, 2024 წლის დეკემბერში, ნოტრ-დამის აღდგენილი საკათედრო ტაძრის გახსნის ცერემონიაზე".
სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია უკვე წლებია ტრამპის ღია კრიტიკოსები არიან.. მეგან მარკლმა ადრე მას "გამყოფი ფიგურა“ და "მიზოგინი“ უწოდა, ხოლო ტრამპმა არაერთხელ დასცინა ჰარის და თქვა, რომ "ცოლის მონაა“. გააგრძელეთ კითხვა