ილონ მასკის მორიგი სკანდალური განცხადება - "დახურეთ „რადიო თავისუფლება“ და „ამერიკის ხმა“ - კვირის პალიტრა

ილონ მასკის მორიგი სკანდალური განცხადება - "დახურეთ „რადიო თავისუფლება“ და „ამერიკის ხმა“

ამერიკელი ბიზნესმენის და აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის (DOGE) ხელმძღვანელის, ილონ მასკის განცხადებით, მედია კორპორაციები - „რადიო თავისუფლება“ და „ამერიკის ხმა“ უნდა დაიხუროს. შესაბამისი განცხადება მასკმა სოციალურ ქსელ X-ში გამოაქვეყნა.

„დიახ, დახურეთ, მათ აღარავინ უსმენს. ესენი მხოლოდ რადიკალი მემარცხენე შეშლილები არიან, რომლებიც საკუთარ თავს ელაპარაკებიან და ამერიკელი გადასახადების გადამხდელთა 1 მილიარდ დოლარს წვავენ წელიწადში“, - წერს მასკი.

"ინტერპრესნიუსი"