დღეს 9 ადამიანს გაასამართლებენ მზია ამაღლობელის პატიმრობის გაპროტესტების გამო, მათ შორის ნინო ქათამაძეს, მაია ცირამუასა და ვლადიმერ აფხაზავას
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარის მალხაზ ოქროპირაშვილის სახლთან 26 იანვარს გამართული 30-წუთიანი აქციის გამო პოლიციამ რეაგირება 6 თებერვალს გადაწყვიტა, შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტრო ჟურნალისტ მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობის გაპროტესტების გამო, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა აქციის 9 მონაწილეს. აქედან გამომდინარე დღეს ქუთაისში სასამართლო სხდომა გაიმართება, "ბრალდებულები" კი შემდეგი ადამიანები არიან:
გელა მთივლიშვილი - ჟურნალისტი, საქართველოს ამბები / მთის ამბების რედაქტორი;
ნინო ქათამაძე - მუსიკოსი, "ნინო ქათამაძის ფონდის“ დამფუძნებელი;
ვლადიმერ აფხაზავა - მასწავლებელი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველი მფლობელი;
ხვიჩა ვაშაყმაძე - ჟურნალისტი
ქეთევან ფილაური - ფსიქოლოგი;
მაია ცირამუა - ფსიქოლოგი
ირინა ზარანდია - სამოქალაქო აქტივისტი
გივი ცინცაძე - ლანჩხუთის საკრებულოს წევრი
ეკა კუხალაშვილი - "ქუთაისი პოსტის“ ჟურნალისტი.