"ჩემო ძვირფასებო, დიდი სიახლე მაქვს თქვენთვის" - რას წერს ნინი შერმადინი? - კვირის პალიტრა

"ჩემო ძვირფასებო, დიდი სიახლე მაქვს თქვენთვის" - რას წერს ნინი შერმადინი?

"ჩემო ძვირფასებო, დიდი სიახლე მაქვს თქვენთვის - გაზაფხულზე დიდ ბრიტანეთში გეწვევით და თქვენთვის ვიმღერებ" - ამის შესახებ მომღერალი ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე ცნობით, ბილეთების გაყიდვა 14 თებერვლიდან დაიწყება.

"პირველ კონცერტზე ლონდონში გელოდებით - 8 მარტს, საღამოს 5 საათზე ერთად აღვნიშნოთ ქალთა საერთაშორისო დღე! ბილეთების გაყიდვა 14 თებერვლიდან დაიწყება და შეძენას თეატრის ოფიციალურ ვებსაიტზე შეძლებთ" - წერს შერმადინი.