"შედიან ვიღაც ადვოკატები და ზეწოლას ახდენენ პატიმრებზე - აღიარონ და დაწერონ ის, რაც არ ყოფილა!" - რას ჰყვება ანდრო ჭიჭინაძის დედა?
აქციებზე დაკავებული მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის დედა, ლიკა გუნცაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ აქციებზე დაკავებულებთან, საპატიმროში შედიან “ადვოკატები, რომლებიც ზეწოლას ახდენენ პატიმრებზე!“
“ჰპირდებიან საპროცესოს ან განთავისუფლებას იმის ხარჯზე რომ აღიარონ და დაწერონ ის რაც არ ყოფილა!“ - წერს მსახიობის დედა და შესაბამის უწყებებს მოუწოდებს, რომ ზომები მიიღონ.“საპატიმროებში შედიან ვიღაც ადვოკატები (სუს - ის) და ზეწოლას ახდენენ პატიმრებზე! ჰპირდებიან საპროცესოს ან განთავისუფლებას იმის ხარჯზე რომ აღიარონ და დაწერონ ის რაც არ ყოფილა! დაასახელონ პოლიტიკოსების გვარები და ჩაუშვან ვითომ და ერთმანეთი. როგორც ვიცი, ვიღაც დათანხმდა ვიღაცებმა უარი განაცხადეს უცხო ადვოკატებთან შეხვედრაზე.
ერთ ერთი ასეთი ადვოკატია დავით გამყრელიძე! ოჯახთან შეუთანხმებლად ჩუმად შედის პატიმრებთან! კიდევ არიან სხვა ადვოკატებიც უცხო! ესაა ზეწოლა პატიმრებზე! ზომებია მისაღები!“ - წერს ლიკა გუნცაძე.
შეგახსენებთ, რომ მსახიობი, ანდრო ჭიჭინაძე პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 5 დეკემბერს დააკავეს.