ვინ ააფეთქა კრემლის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი 111 ათასი ტონა მაზუთითა და 8 ქართველი მეზღვაურით? - კვირის პალიტრა

ვინ ააფეთქა კრემლის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი 111 ათასი ტონა მაზუთითა და 8 ქართველი მეზღვაურით?

9 თებერვალს რუსულ საზღვაო პორტ უსტ-ლუგაში ნავმისადგომთან ნაწილობრივ ჩაიძირა ტანკერი Koala, რომლის ბორტზე საერთო ჯამში 130 ათასი ნავთობპროქტი იყო ჩატვირთული, მათ შორის 111 ათასი ტონა მაზუთი, რომელიც ამ ტანკერს სუეცის არხისკენ უნდა წაეღო.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ტანკერი ანტიგუა და ბარბუდის დროშის ქვეშ დაცურავდა და მის მფლობელად გაფორმებული იყო ლიბერიული ფირმა, სინამდვილეში ეს ტანკერი რუსეთის „ჩრდილოვან ფლოტს“ ეკუთვნოდა და რუსული ნავთობდპროდუქტების ფარულ ექსპორტს ეწეოდა საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლით.

მაგრამ, 130 ათასამდე ტონა ნავთობპროდუქტის ფინეთის ყურეში ჩაღვრის დიდმა საშიშრობამ (ერთი თვის წინ ასევე რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ორი ტანკერის კატასტროფის შედეგად შავ ზღვაში რამდენიმე ათასი ტონა მაზუთი ჩაიღვარა,რისი არასასურველ შედეგიც შეიძლება ამ ზაფხულში ქართულ პლაჟებზეც კი ვიხილოთ)ძალზე შეაშფოთა ფინეთი და ესტონეთი,რადგან უსტ-ლუგას საზღვაო ნავთობტერმინალი რუსეთის ლენინგრადის ოლქში(კრემლმა კი დაუბრუნა სანკ-პეტერბურგს თავისი ისტორიული სახელი, მაგრამ ლენინგრადის ოლქი მაინც დარჩა) მდებარეობს და ნატოს ამ ორი ქვეყნის საზღვრებიდან 30-იოდე კმ-ით თუ არის დაცილებული.

ყველასთვის გასახარად ფინეთის ყურე საშინელ ეკოკატასტროფას გადაურჩა, რადგან 275 მ სიგრძისა და 50 მ სიგანის ტანკერ „კოალას“ ნაწილობრივ ჩაძირვისას არ მომხდარა ნავთობპროდუქტების ზღვაში ჩაღვრა,თუმცა შეიძლება ბევრად უარესი შედეგი დამდგარი, რადგან „კოალა“...ააფეთქეს!

ყველასთვის გასახარად ფინეთის ყურე საშინელ ეკოკატასტროფას გადაურჩა,რადგან 275 მ სიგრძისა და 50 მ სიგანის ტანკერ „კოალას“ ნაწილობრივ ჩაძირვისას არ მომხდარა ნავთობპროდუქტების ზღვაში ჩაღვრა, თუმცა შეიძლება ბევრად უარესი შედეგი დამდგარი, რადგან „კოალა“...ააფეთქეს!

22 კაციანმა ეკიპაჟმა, რომელთა შორის რვა საქართველოს მოქალაქე მეზღვაურიც იყო, მოასწრო ტანკერის დატოვება მის ნაწილობრივ ჩაძირვამდე და არ დაშავებულა.

2-tankeri-1739214270.png
ლენინგრადის ოლქის უსტ-ლუგას საზღვაო ნავთობტერმინალი, სადაც ნავთობროდუქტებს ტანკერებში ტვირთავენ, კრემლისთვის ერთ-ერთ მთავარ საშუალებას წარმოადგენს „ნავთობდოლარებით“ რუსეთის ბიუჯეტის შესავსებად და შესაბამისად უკრაინაში ომის გასაგრძელებლად,შესაბამისად უკრაინული მხარეც დაინტერესებულია ამ სტრატეგიული მნიშვნელობის რუსული საზღვაო პორტის ფუნქცინირების შეფერხებაში...

მყვინთავებმა მოგვიანებით აღმოაჩინეს ტანკერის კორპუსის იმ ნაწილში, რომელიც სამანაქანო განყოფილებას ესაზღვრებოდა, სამი ნახვრეტი, რაც უთუოდ მიუთითებს დივერსიაზე-ტანკერის კორპუსში გაჩენილი სამი ნახვრეტის მიმართულების ნახვისას ძალზე ადვილია იმის დადგენა უშულოდ სამანქანო განყოფილებაში წინასწარ ვინმემ შეიტანა სამი ასაფეთებელი მოწყობილობა და აფეთქების მიმართულება შიგნიდან გარეთ იყო თუ წყალქვეშა დივერსანტებმა მაგნიტური ნაღმები გარედან მიამაგრეს ტანკერის კორპუსს და აფეთქებების ტალღებმა ტანკერის კორპუსი სამნქანო განყოფილებაში შეანგრია, წყალი შევიდა და ეს უზარმაზარი გემიც ნავმისადომთან ნაწილობრივ ჩაიძირა...

ის, რომ დივერსიული აქტი სწორედ სამანქანო განყოფილებაში მოხდა და არა უშუალოდ ტანკერის იმ საცავებში, რომლებშიც ათასობით ტონა მაზუტი იყო ჩატვირთული,უფრო იმაზე უნდა მიუთითებს,რომ დივერიის დამგეგმვებსა და განმხორცილებლებს არ სურდათ ტანკერიდან გადმოღვრილი მაზუთით ფინეთის ყურის დაბინძურება და ამიტომაც ზუსტად აირჩიეს დივერსიის ადგილი ტანკერის კორპუსში.

დივერიის ხელწერა ძალაუნებურად გვაგონებს თითქმის ანალოგიურ შემთხვევას, რომელიც ასევე რუსულ „ჩრდილოვან ფლოტს“ უკავშირდება-2024 წლის 27 დეკემბერს ამავე ბლოგის სტატიაში:"კრემლი გაცოფებულია - ვინ აუფეთქა რუსებს კრეისერ „მოსკვას“ ზომის გემი ხმელთაშუა ზღვაში?!" - ვწერდით იმის შესახებ, რომ „ესპანეთის სანაპიროდან 70-იოდე კმ-ში ჩაიძირა 142 მ სიგრძის რუსული სატვირთო გემი Ursa Major-ი, რაც გემის სამანქანო განყოფილების გარე კორპუსზე მომხდარმა ორმა-სამმა აფეთქებამ გამოიწვია. დიდი ალბათობით ეს განხორციელდა გემის კორპუსზე გარედან მიმაგრებული მაგნიტური საზღვაო ნაღმების საშუალებით, რაც წყალქვეშა დივერსანტების ხელწერაზე მიუთითებს...

ძნელია იმის დასაბუთება, რომ ეს სერიოზული საზღვაო დივერსია სწორედ უკრაინულმა მხარემ განახორციელა, მაგრამ რუს აგრესორებთან სამწლიან საზღვაო დაპირისპირებაშიც უკრაინელმა წყალქვეშა დივერსანტებმა იმხელა პრაქტიკული გამოცდილება დააგროვეს, რომ არაფერია გამორიცხული. მით უმეტეს, პირველ რიგში სწორედ უკრაინა იქნებოდა დაინტერესებული იმაში, რომ ხმელთაშუა ზღვაში თითქმის იმხელავე რუსული გემი ჩაეძირა, როგორიც,სარაკეტო კრეისერ „მოსკვას“ სახით მანამდე შავ ზღავში გაუყენა „სამი ასოს“ გზას...“

ძნელია იმის დასაბუთება, რომ ეს სერიოზული საზღვაო დივერსია სწორედ უკრაინულმა მხარემ განახორციელა, მაგრამ რუს აგრესორებთან სამწლიან საზღვაო დაპირისპირებაშიც უკრაინელმა წყალქვეშა დივერსანტებმა იმხელა პრაქტიკული გამოცდილება დააგროვეს, რომ არაფერია გამორიცხული. მით უმეტეს, პირველ რიგში სწორედ უკრაინა იქნებოდა დაინტერესებული იმაში, რომ ხმელთაშუა ზღვაში თითქმის იმხელავე რუსული გემი ჩაეძირა, როგორიც,სარაკეტო კრეისერ „მოსკვას“ სახით მანამდე შავ ზღავში გაუყენა „სამი ასოს“ გზას...“

რუსეთის ლენინგრადის ოლქის უსტ-ლუგას საზღვაო ნავთობტერმინალის ნავმისადგომთან კრემლის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერის აფეთქებაში უკრაინული კვალზე ეჭვი ლოგიკურად იბადება, რადგან სწორედ ამ რუსულ პორტს უკრაინულმა საჰაერო კამიკაძე-დრონებმა ჯერ კიდევ ა.წ.-ის დასაწყისში, 4 იანვარს შეუტიეს-კიევს ეტყობა სურს, რომ მოსკოვისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე უსტ-ლუგას პორტს, რომელიც მთავარი რუსული საზღვაო კარიბჭეა ჯერ ფინეთის ყურესა და ბალტიის ზღვაში, შემდეგ კი ატლანტიკის ოკეანეში რუსული ნავთობრპოდუქტების გასატანად, რაც შეიძლება ძლიერი და მტკივნეული დარტყმები მიაყენოს და ეს ნაწილობრივ გამოსდის კიდეც...