"მე არ მაქვს ურთიერთობა კალაძესთან, მე მხარს ვუჭერ ჩვენს პრეზიდენტს, ჩემთვის კალაძე არ არსებობს" - რა განაცხადა ანდრეი შევჩენკომ
ცნობილმა უკრაინელმა ვეტერანმა ფეხბურთელმა ანდრეი შევჩენკომ თბილისის მერ კახა კალაძესთან მის დამოკიდებულებაზე ისაუბრა. კალაძის შესახებ შევჩენკოს ჟურნალისტებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჰკითხეს. ინფორმაციას sport.ua ავრცელებს.
"მე არ მაქვს ურთიერთობა კალაძესთან, მე მხარს ვუჭერ ჩვენს პრეზიდენტს. ჩემთვის კალაძე არ არსებობს", - თქვა შევჩენკომ.
ანდრეი შევჩენკო და კახა კალაძე ერთად კიევის "დინამოში" და "მილანში" თამაშობდნენ. შევჩენკო ამჟამად უკრაინის საფეხბურთო ასოციაციის პრეზიდენტია.