"ზემოქმედების გარეშე მილი ვერ დაზიანდებოდა“ - კადრები, რომლებიც აქამდე არ გავრცელებულა - ვაშლიჯვარში 500 მმ-იანი მილის დაზიანებიდან რამდენიმე წუთში გადაღებული ვიდეო - კვირის პალიტრა

"ზემოქმედების გარეშე მილი ვერ დაზიანდებოდა“ - კადრები, რომლებიც აქამდე არ გავრცელებულა - ვაშლიჯვარში 500 მმ-იანი მილის დაზიანებიდან რამდენიმე წუთში გადაღებული ვიდეო

„ფაქტია რომ ზემოქმედება იყო, ზემოქმედების გარეშე მილი ვერ დაზიანდებოდა“, - ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ ვაკე-საბურთალოს გაზის მილის დაზიანებაზე კომენტირებისას განაცხადა.

როგორც მანვე განმარტა, 500 მმ-იანი მილი ვაშლიჯვარში, მიწის ქვეშ მდებარეობს. მისი თქმით, მილის დაზიანება შესაძლოა, გამოწვეული იყოს ვაშლიჯვარის მოძრავი ქანებით, თუმცა კონკრეტული მიზეზი გამოძიებამ უნდა დაადგინოს. წყარო